„ჩუმი სიკეთის მატიანე“ - ვის აუსრულა საახალწლო სურვილები შს მინისტრმა
სოც.მედია - 14:32, 26 Jan, 2016     2654

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თეა პერტაია სოციალურ ქსელში პოზიტიურ პოსტს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საახალწლოდ ბერი ანდიას სახელობის სარეაბილიტაციაო სახლის ბინადრებს სურვილები აუსრულა. ასევე პერტიას ინფორმაციით, მინისტრმა ყველა პოლიციელის ოჯახს საახალწლო დღესასწაული მოუწყო, ხლო დაღუპული პოლიციელების ბავშვები საჩუქრებით გაახალისა.

„ჯანსაღი საზოგადოების ფორმირებისთვის ადამიანებს, განსაკუთრებით, ბავშვებს, ბევრი სიკეთე უნდა დაანახო“, - ამ ფრაზას ის ხშირად მიმეორებს…თუმცა, როცა სიტყვებზე ხშირად ფაქტები გიყვებიან, მაგარი შეგრძნებაა...

დიდხანს ვფიქრობდი, ამ ყველაფერზე დამეწერა თუ არა..თავად მხოლოდ ჩუმ სიკეთეს აღიარებს, ბევრი რამის აფიშირებას მიკრძალავს... მაგრამ, მოცემული facebook-გვერდი ჩემი პირადი სივრცეა და მიმიაჩნია, რომ ეს გარკვეულ თავისუფლებას მანიჭებს. თავისუფლებას - ვთქვა ის, რაც მაწუხებს, რაც მინდა გამოვთქვა და ადამიანებს გავუზიარო... თავს იმით გავიმართლებ, რომ ეს სწორედ მისი ნათქვამის გაგრძელება და ჩემეული ინტერპრეტაციაა - ადამიანებს სიკეთე უნდა დაანახო და ამაზე ხშირად მოუყვე...

თბილისში არის ერთი სევდიანი სახლი, სადაც ბავშვები ცხოვრობენ... ბევრი ბავშვური, მაგრამ ერთი განსხვავებული, არაბავშვური სურვილით - იცოცხლონ, გამოჯანმრთელდნენ... რამდენიმე დღის წინ იქ ჩვეულზე მეტი მხიარულება იყო. პატარები სიხარულით გაბრწყინებული თვალებით... მათ მიერ წერილებში დაწერილი ბავშვური სურვილები, უკვე განხორციელებული, გულში ჰქონდათ ჩახუტებული.... ცოტათი ადრე ეს წერილები გიორგი მღებრიშვილმა წაიკითხა და... აი, შსს თანამშრომლებმა სევდიანი ოთახების ბინადართ სურვილების ასრულების დღე მოუწყვეს... 14 ბავშვის პატარა გული და 14 რწმენა იმისა, რომ, როცა რამეს ძალიან ინატრებ, აუცილებლად აგიხდება... ეს ბერი ანდიას სახელობის სარეაბილიტაციაო სახლი იყო...

თვეების წინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი ირაკლი, რომელსაც დღემდე საკუთარი ძმასავით პატრონობს, ახლახანს სამკურნალოდ ისრაელში გაამგზავრა... მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბოლომდე აპირებს იბრძოლოს...

ყველა პოლიციელის ოჯახს საახალწლო დღესასწაული მოუწყო; დაღუპული პოლიციელების ბავშვები საჩუქრებით გაახალისა; ორიოდე დღის წინ ისინი დასასვენებლად ბაკურიანშიც გაამგზავრა. ეს, ალბათ, ისედაც ყველამ იცის... მაგრამ არავინ იცის ის, რომ სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლის ოჯახშიც შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვი იზრდება, დახმარება გაუგზავნა. ყველას - უკლებლივ, სამინისტროს მომსახურე პერსონალსაც და რიგით პოლიციელსაც. ყველას, ვისაც ეს სჭირდებოდა...

და კიდევ, რამდენი ჩუმი სიკეთე, რომლზეც, გარკვეული მიზეზების გამო, მხოლოდ წლების შემდეგ მოვყვები... სხვა ადამიანების უთქმელ ამბებთან ერთად, ავკინძავ ისტორიებად და დავარქმევ „ჩუმი სიკეთის მატიანეს“, - წერს პერტაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42