"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ჩიქოვანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ლიბერალური ფრაქცია "ALDE"-ს ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს.
ირაკლი ჩიქოვანი "ALDE"-ს ვიცე პრეზიდენტის, ანუ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას 2 წლის ვადით შეასრულებს.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი, "თავისუფალი დემოკრატების" მიღწევა. მხარი დამიჭირეს ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა. არჩევნებში საკმაოდ ბევრი კანდიდატი მონაწილეობდა. მნიშვნელოვანია, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩართული ვიქნები ლიბერალური ფრაქციის ბიუროს მუშაობაში. ასევე მექნება საშუალება უფრო აქტიურად და ხმამაღლა ვისაუბრო იმ დღის წესრიგზე, რომელიც ზოგადად, არა მხოლოდ ჩვენს პარტიას, არამედ საქართველოს აქვს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მასალის გამოყენების პირობები






