არასამთავრობო სექტორის ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია - პრემიერი
პოლიტიკა - 10:56, 26 Jan, 2016     1226
არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

პრემიერის თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება მმართველობის რეფორმა იქნება, რაც გამჭვირვალობის ზრდას და მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებს.

„ჩვენ გვინდა, კიდევ უფრო გამჭვირვალე იყოს მმართველობა საქართველოში და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლების ჩართულობა ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კიდევ უფრო მაღალი იყოს. მინდა, ვისაუბროთ გულწრფელად, გულახდილად ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენთვის აქტუალურია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა არასამთავრობოებს მიაწოდა ინფორმაცია იმ ინტენსიური პროცესის შესახებ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ ყოველდღიურად, ყველა მინისტრი ერთობლივად განიხილავს თითოეული სამინისტროს პროექტების პორტფელს, რის შემდეგაც ხდება მათი პრიორიტეტიზაცია.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში გაიმართება ერთობლივი პრეზენტაცია ყველა სამინისტროს განხრით, რას თვლის მთავრობა ყველაზე უფრო პრიორიტეტულად.

„პროექტების პრიორიტეტიზაცია ხდება რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით, რომელთა შორის სამი უმთავრესია - საზოგადოებისთვის აქტუალობა, რესურსების არსებობა და სახელმწიფო განვითარების სტრატეგიასთან თანხვედრა. თითოეული სამინისტროსთვის ვირჩევთ 3-დან 5 პრიორიტეტამდე, რაც მთლიანობაში აიკინძება მთავრობის პროექტების ერთიან პორტფელად და მათ შორის აირჩევა მთავრობის მასშტაბით 3-დან 5-მდე პრიორიტეტული პროექტი. ეს პროცესი ალბათ უახლოეს ერთ თვეში დასრულდება“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ თითოეული სამინისტროს მიმართულებით ორი შეხვედრა ტარდება, რომელთაგან პირველზე განიხილება პორტფელი და გამოიყოფა ყველაზე აქტუალური პროექტები, ხოლო მეორე შეხვედრაზე - პოლიტიკური პასუხები და გამოწვევები.

პრემიერის შეფასებით, ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი, რომელშიც ჩართულია საპარლამენტო წარმომადგენლობაც. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, პრიორიტეტების განხილვა არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც გაიმართება, რადგან მთავრობის მიზანია ამ პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42