პრემიერ-მინისტრი ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე მესამე სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრაზე რამდენიმე საკითხს დააყენებენ, მათ შორის იქნება საარჩევნო ცვლილებები. ასევე NGO-ები მთავრობის მეთაურთან მართლმსაჯულების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზეც ისაუბრებენ.
„ვისაუბრებ ინსტიტუციური რეფორმების გაღრმავების მნიშვნელობაზე, როგორიც არის სასამართლო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა. საუბარი იქნება სპეცუბნების თემაზეც. მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ როდესაც გვაქვს წინა საარჩევნო პერიოდი, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის იმიჯისა და სტაბილურობისთვის, რომ წინა საარჩევნო გარემომ ჩაიაროს კანონით განსაზღვრულ, სამართლიან, თანაბარ პირობებში და არ შექმნას განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამინების დევნის შთაბეჭდილება“, - განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






