ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით ბაქრაძე, ეკა ბესელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.
ბაქარაძის განცხადებით, „რაც ნაკლებად დაუპირისპირდებიან ჩვენი კოლეგები საერთაშორისო ინსტიტუტებს და ამ ინსტიტუტების ლიდერებს, მით უფრო უკეთესი იქნება მათთვის".
„მე ნამდვილად მინდა დავარწმუნო, ყველა რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის, ევროსაბჭოს პრინციპები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პირადი ან პარტიული მეგობრობა. რაც შეეხება ბატონ აგრამუნტის წარსულ რეპორტს, ასამბლეის შედეგი იყო 89-9-ზე და ამ 9 ხმის დიდი ნაწილი სწორედ ქართული ოცნების წევრები იყვნენ. მათთვის უკეთესი იქნება მიიღონ არსებული რეალობა და რაც უფრო ნაკლებად დაუპირისპირდებიან ევროპულ ინსტიტუტებს, მით უფრო ნაკლებად გააფუჭებენ საქართველო საქმეს,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალმა პრეზიდენტმა დღევანდელ მისასალმებელ სიტყვაში გიორგი უგულავა, უკრაინელ ნადია სავჩენკოსთან ერთად მოიხსენია და თბილისის მერს "პოლიტპატიმარი" უწოდა.
"ჩემი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მიზანია დავიცვა ასამლეის დეპუტატების უფლებები, რათა მათ შეძლონ შეასრულონ საკუთარი მანდატი, როგორც არჩეულმა წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოში და მათ ქვეყნებში როგორებიცაა უკრაინელი ნადია სავჩენკო და სხვა პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის გიგი უგულავას გათავისუფლება, მათი თავისუფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვა უნდა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც უნდა განვიხილოთ დაინტერესებული ქვეყნების ხელისუფლებებთან ერთად ", - განაცხადა აგრამუნტმა.
მასალის გამოყენების პირობები






