დავით ონოფრიშვილი GDS-ისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს
პოლიტიკა - 18:35, 25 Jan, 2016     3330
"თავისუფალი დემოკრატების" წევრი დავით ონოფრიშვილი ტელეკომპნანია GDS-ის გადაცემა "59 წამის" პროდიუსერებისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს. დეპუტატი ეჭვობს, რომ გადაცემის პროდიუსერებმა შემოსული ზარების რეალური მაჩვენებლი შეცვალეს.

"პროცენტული მაჩვენებელი იცვლებოდა არარეალურად. ჩემი რეიტინგი ძალიან სწრაფად და საეჭვოდ დაეცა. არ მგონია, ასეთი მანიპულაციებით "ჯიდიესმა" პოპულარობა მოიპოვოს, მითუმეტეს პოლიტიკურ გადაცემებში. მეც და ძალიან ბევრ ადამიანს დაგვრჩა შთაბეჭდილება და გონივრული ეჭვი, ხდებოდა ხელოვნური მანიპულირება ამ ინტერაქტივის. ეს არ არის ღირსეული საქციელი იმ ტელევიზიისგან, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ მას ტელევიზია დაუძახონ. კარგი იქნება თუ, გადაცემის ხელმძღვანელობა ან წარმომადგენლობა გააკეთებს განცხადებას. როგორ ითვლებოდა რეიტინგი" - განაცხადა დეპუტატმა "ნიუპოსტს."

ონოფრიშვილს ეჭვი ეპარება იმაშიც, რომ ინტერაქტივში 23 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მისი ინფორმაციით, "59 წამს" 6-7 ათასი მონაწილე ჰყავს.

"თავისუფალი-დემოკრატების" წევრი იმედს გამოთქვამს, რომ ამ გადაცემას მონიტორინგს მედია-ექსპერტებიც გაუწევენ.

"საინტერესო იქნება მათი აზრიც. ისინი სპეციალისტები არიან და შეუძლიათ თავიანთი მოსაზრება გამოთქვან” - დასძინა დეპუტატმა.

გუშინ, გადაცემა „59 წამის“ ერთ-ერთი სტუმარი დავით ონოფრიშვილი იყო. მისი რეიტინგი ინტერაქტივის შედეგების მიხედვით 52% იყო, მოგვიანებით მაჩვენებლი 12%-ით შეიცვალა. როგორც სოციალურ ქსელში აღნიშნავდნენ, გადაცემის პროდიუსერებმა შემოსული ზარების მაჩვენებელი შეცვალეს.

დავით ონოფრიშვილი „ჯიდიესისგან“ ახსნა-განმარტებას ითხოვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42