მას შემდეგ რაც რუსთავი 2-ის ეთერში „პროფილის“ მორიგი გადაცემის ანონსი გავიდა, რომელიც სუიციდის თემას მოიცავს, ფსიქოლოგმა გიორგი დონაძემ სოციალურ ქსელში საკმაოდ ვრცელი პოსტრი მიუძღვნა. პოსტის შინაარსიდან გამომდინარე ფსიქოლოგი, სუიციდის თემაზე მომზადებული გადაცემა „პროფილის“ ეთერში გასვლის წინააღმდეგია. ფსიქოლოგის მოსაზრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება მაია ასათიანიც, რომელიც თვლის, რომ გადაცემის მზადების დროს ყველა ნორმა დაცული იყო და კომპეტენტური პირებისგან კონსულტაციაც მიიღეს.
„მოზარდთა სუიციდის თემაზე მუშაობის დროს, ჩვენ კონსულტაცია გავიარეთ კვალიფიციურ და კომპეტენტურ სპეციალისტებთან, გავეცანით ამ თემის გაშუქების საერთაშორისო პრაქტიკას, ვაცნობიერებთ რამდენად ფრთხილი მიდგომა სჭირება საკითხს, შესაბამისად ღია ვართ ნებისმიერი რჩევის და რეკომენდაციის მისაღებად, თუ ის საქმის გაკეთების სურვილითაა ნაკარნახევი და არ ემსახურება სკანდალის და ხმაურის ატეხვას. ასეთი შეხვედრა ფსიქოლოგთა და ფსიქიატრთა ჯგუფთან ხვალაც გვაქვს დაგეგმილი. გადაცემის მიზანია სუიციდის პრევენცია და არა ხმაური და სკანდალი. თუ შეიძლება ნუ შეუწყობთ ამას ხელს“- წერს ასათიანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






