ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულმა პრეზიდნეტმა პედრო აგრამუნტიმ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს შესახებ ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დაცვასა და სიტყვის თავისუფლების აუცილებლობაზე.
აგრამუნტიმ განაცხადა გიგი უგულავას შესახებაც გააკეთა.
„აუცილებელია, რომ ევროპულ სახელმწიფოებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობა გამყარდეს. შერიგება ევროპულ სახელმწიფოებს შორის 1989 წლიდან დაიწყო, თუმცა ამას მოჰყვა ომები, ომები საქართველოში, ყირიმის ოკუპაცია. ამის შემდეგ რუსეთმა სეპარატისტებს დაუჭირა მხარი აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ამ დრომდე შეშფოთებას იწვევს იქ არსებული ვითარება, რომელიც საშიშია. ტერიტორია, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ, დღემდე რჩება იმ ადგილებად, სადაც ადამიანების უფლებები ირღვევა. ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება გაყინულ კონფლიქტებს. ეს არის მოლდოვაში, დნესტრისპირეთში, საქართველოში და ასე შემდეგ. ეს კონფლიქტები ევროპის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენი მიზანია ისეთი პატიმრების გათავისუფლება, როგორებიც უკრაინაში სავჩენკო და საქართველოში გიგი უგულავაა. ასევე ჩვენი მიზანი ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაა. ეს არის საკითხები, რომლის მოსაგვარებლადაც ჩვენ მოლაპარაკებები უნდა გავმართოთ ამ ქვეყნების წარმომადგენლებთან“, - აღნიშნა PACE-ს პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






