დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ახალ ელჩს საქართველოში ძი იანჩის შეხვდა
პოლიტიკა - 16:46, 25 Jan, 2016     469

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ახალ ელჩთან საქართველოში ძი იანჩისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარებული ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და ხაზი გაუსვეს ახალი აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვან პერსპექტივებს. საუბარი შეეხო ასევე საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობას. აღნიშნულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მოსამზადებელი პირველი შეხვედრა დაგეგმილია თებერვლის ბოლოს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა „ახალი აბრეშუმის გზის - ეკონომიკური სარტყელის“ ფარგლებში თანამშრომლობას და „აბრეშუმის გზის," როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ უმნიშვნელოვანეს სახმელეთო მარშრუტის როლს. ამ მიზნით მხარეები შეიმუშავებენ სამწლიან სამოქმედო გეგმას, სადაც გაწერილი იქნება ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მიმდინარე საინვესტიციო პროექტებზე ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, საფინანსო და ტურიზმის სფეროებში.

ელჩთან საუბრისას დიმიტრი ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა საქართელოს მთავრობისა და ჩინეთის მთავრობის ორგანიზებით გასული წლის ოქტომბერში წარმატებით გამართულ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წელსაც, ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო გაზრდილი ინტერესითა და მაღალი დონის მონაწილეებით იქნება გამორჩეული ყოველწლიური ფორუმი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება. მისი განცხადებით, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს სამწლიან სამოქმედო გეგმას ჩინეთსა და საქართველოს შორის ტურიზმის განვითარებისა და ტურისტების ზრდის ხელშეწყობისთვის.

ჩინეთის ელჩმა, თავის მხრივ, გამოხატა მზადყოფნა, რომ საქართველოში მუშაობის პერიოდში მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და განმტკიცებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42