თბილისის საჯარო სკოლებში მასშტაბური საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია 1 თებერვლიდან დაიწყება. საინფორმაციო შეხვედრებს სკოლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპული ახალგაზრდული ცენტრის“ წარმომადგენლები გამართავენ.
მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება ნატოსა და ევროკავშირისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. ასევე, მათი ჩართულობის გაზრდა აღნიშნულ პროცესში. საინფორმაციო შეხვედრები ქალაქის ყველა საჯარო სკოლაში გაიმართება. კამპანია ქ. თბილისის პირველის საჯარო სკოლიდან დაიწყება.
საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის განხორციელება 25 თებერვლიდან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, რომელიც ვირუს H1N1-ის გავრცელებას უკავშირდება, ორგანიზაციის თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით, ერთი კვირით გადავადდა.
პროექტის განხორციელებას მხარს უჭერს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“.
მასალის გამოყენების პირობები






