წულუკიანი ინტერპარტიულ ჯგუფსა და პრემიერს შორის დაწყებულ დიალოგს დადებითად აფასებს
პოლიტიკა - 15:34, 25 Jan, 2016     1318
იუსტიციის მინისტრის შეფასებით ინტერპარტიულ ჯგუფთან საინტერესეო შეხვედრა შედგა და ამ პროცესის გაგრძელების შემთხვევაში მთავრობას საშუალება ექნება აზრთა გაცვლა-გამოცვლის რეჟიმში იყოს , რის შედეგადაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოხდება. ამასთანავე წულუკიანის თქმით ინტერპარტიული ჯგუფის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც მაჟორიტარული სისტემის 2016 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას გულისხმობს, გადაწყვეტილება დღევანდელ შეხვედრაზე ვერ იქნებოდა მიღებული, თუმცა მთავრობის მხრიდან ამ საკითხის მონიშვნა მოხდა და პრემიერისგან წამოვიდა დაპირება, რომ ის მმართველი კოალიციის ფარგლებში, გუნდურ რეჟიმში მიიღებს გადაწყვეტილებას:

„ინტერპარტიულმა ჯგუფმა პრემიერ-მინისტრის წინაშე დააყენა მოთხოვნა, რომ მაჟორიტარული სისტემა არა 2020 წლისთვის, არამედ 2016 წლისთვის გაუქმდეს. ამ თემაზე დღეს გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. ჩვენ ეს საკითხი მოვინიშნეთ. როგორც ერთ, ისე მეორე მოდელს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და პრემიერ-მინისტრის მხრიდან დაპირება იყო, რომ ის გუნდურ რეჟიმში, მმართველი კოალიციის ფარგლებში მიიღებს გადაწყვეტილებას. პრემიერის გადაწყვეტილებაა, რომ შეიქმნას დიალოგის ფორმატი, რომელიც ერთი მხრივ, ინტერპარტიულ ჯგუფს და მეორე მხრივ, პრემიერს და მთავრობას საშუალებას მოგვცემს, რომ ვიყოთ მუდმივად აზრთა გაცვლა-გამოცვლის რეჟიმში, რის შედეგადაც საარჩევნო პროცესში სხვადასხვა საინტერესო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე მიღებულ იქნება გადაწყვეტილებები. ეს შეთანხმება შედგა და ალბათ, პრემიერ-მინისტრის გრაფიკის მიხედვით ჯგუფის შეხვედრაც უახლოეს მომავალში დაიგეგმება“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42