თენგიზ ფხალაძე პოლონეთში ევროპა-უკრაინის მე-9 ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა
პოლიტიკა - 14:47, 25 Jan, 2016     403

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე დღეს პოლონეთში ევროპა-უკრაინის მეცხრე ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

საგარეო ურთიერთობათა მდივანი სიტყვით გამოვა სესიაზე - ხმელთაშუა, ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების თანამშრომლობა: პერსპექტივები მრავალმხრივი თანამშრომლობისათვის.

თენგიზ ფხალაძე საერთო ევროპული განვითარებისა და კეთილდღეობის საკითხში შავი ზღვის რეგიონისა და საქართველოს როლზე ისაუბრებს და ყურადღებას გაამახვილებს ერთიანი, მშვიდობიანი და წარმატებული ევროპის იდეის განხორციელებაზე.

პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ასევე მონაწილეობას მიიღებს სესიაში: აღმოსავლეთ პარტნიორობა - წარმატება თუ წარუმატებლობა?

თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველოს განვითარება და კეთილდღეობა ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნები კიდევ უფრო მეტად ისარგებლებენ რეგიონთაშორისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სიკეთეებით.

„ამ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფუნქციის განვითარებით საქართველო კიდევ მეტი კონტრიბუციის შემტანი ხდება როგორც ევროპული თანამშრომლობის, ასევე სამეზობლო პოლიტიკის რეგიონული და სუბრეგიონული პროექტების განვითარებაში.

თანამშრომლობის განვითარების უმთავრეს დაბრკოლებას არსებული კონფლიქტები წარმოადგენს. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ყირიმის ანექსია, დნესტრისპირეთის კონფლიქტი ეს ყოველივე ხელს უშლის შავი ზღვის რეგიონში ევროკავშირისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას.

ამიტომაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოების საკითხები საერთო ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში უნდა გადაიჭრას. რუსეთის კონფრონტაციულ პოლიტიკას ევროკავშირმა არამხოლოდ სანქციებით უნდა უპასუხოს, არამედ იმ პოზიტიური ნაბიჯებითაც, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ უნდა გადაიდგას. ეს კი გულისხმობს როგორც ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულებას, ასევე ინტეგრაციის ხარისხის ნაბიჯ-ნაბიჯ გაზრდას და ინტეგრაციის პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42