"რეალურად დღეს დაიწყო დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის" - ბაჩუკი ქარდავა პრემიერთან შეხვედრას აფასებს
პოლიტიკა - 15:15, 25 Jan, 2016     1110

ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ პოზიტიური მოლოდინები აქვთ.

როგორც „ნიუპოსტს“ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, რეალურად დღეს დაიწყო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი, სადაც რაიმე გადაწყვეტილება შეიძლება იქნას მიღებული.

„მოგესხენებათ, რომ არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორთან ერთად მწვავედ აყენებდა საარჩევნო სისტემის საკითხს. ხელისუფლებას „არა“ ამასთან დაკავშირებით ნათქვამი ჰქონდა და აცხადებდა, რომ მხოლოდ 2020 წელს შეგვეძლო ამ ცვლილებაზე საუბარი. დღეს ვთვლი, რომ ეს საკითხი დახურული არ არის. ახლოვდება სესია, სადაც განხილული უნდა იყოს ჩვენი ინიციატივა სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. არ ვიცი რამდენად მოხდება ხელისუფლების მხრიდან მათი პოზიციის ცვლილება, მაგრამ ეს საკითხი სახელისუფლებო ჯგუფში კიდევ ერთხელ იქნება განხილული. ასევე შევთანხმდით, რომ უნდა ვიყოთ აქტიური დიალოგის რეჟიმში. ჩვენი მხრიდან ამის მოთხოვნა მუდმივად იყო, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები არ იდგმებოდა“, - ამბობს ქარდავა.

ედპ-ის ლიდერის ინფორმაციით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ინტერპარტიული ფორმატი შეიქმნება, რომელშიც ხელისუფლების და მმართველი კოალიციის წევრებიც ჩაერთვებიან.

„ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ შეიქმნას ინტერპარტიული ფორმატი, რომელშიც ჩაერთვება ხელისუფლება და მმართველი კოალიცია. პრემიერის მხრიდან ამ წინადადებაზე თანხმობა იყო და მან თქვა, რომ ის მზად არის პირადად შექმნას ესეთი ფორმატი. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ამ ფორმატის უმთავრესი მიზანი იქნება 2016 წლის არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება. ერთ-ერთი მოთხოვნა ჩვენი იქნება, რომ ამ ფორმატის შექმნისას უნდა იყოს რეგლამენტირებული, რომ ამ ფორმატმა მოკლე დროში დაასრულოს მუშაობა. ჩვენ ვართ ორიენტირებული ცვლილებებზე. თუ რეზიუმეს გავაკეთებ ვიტყოდი, რომ რეალურად დღეს დაიწყო დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის იმ დონეზე, სადაც რაიმე გადაწყვეტილებებს შეიძლება ველოდოთ“, - განაცხადა ქარდავამ.

პრემიერთან შეხვედრას მნიშვნელოვანს და საქმიანს უწოდებს "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მამუკა კაციტაძე.

"მე შეხვედრის დაწყებამდე ვთქვი, რომ არც გადაჭარბებული იმედები მაქვს და არც უიმედოდ შევდივარმეთქი. იყო უაღრესად საქმიანი და მნიშვნელოვანი შეხვედრა. ჩვენს მიერ დაყენებული თემებიდან, გლობალურ ცვლილებაზე, რასაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილება ჰქვია, პრემიერმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ ეს საკითხი განხილვის საგანი კვლავ გახდება მმართველ კოალიციაში და თუ საჭირო გახდება, ამ განხილვის პროცესში, შეიძლება ჩვენი ჩართულობაც კი მოხდეს", - ამბობს კაციტაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42