„სულ მალე პოლიტიკურ ასპარეზზე პატარკაციშვილის ჯგუფი გამოვა- ირაკლი რუხაძე და ლევან გაჩეჩილაძე, იგივე გრეჩიხა. მათ ხელში უკვე ორი ტელევიზიაა- „მაესტრო“ და „იმედი“. მეორე ფრონტზე პაატა ბურჭულაძე და ბანკირები იქნებიან, მათ მხარს პრეზიდენტი დაუჭერს. ამ მხრიდანაც მოსალოდნელია სერიოზული ფინანსების ჩადება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც 5 პროცენტს მაინც წაირებენ: ალასანია, ბურჯანაძე, პატრიოტთა ალიანსი და ა.შ მოკლედ , წინა პლანზ პოლიტიკური და ეკონომიკური ბიზნესის დომინანტი გამოდის და არა პიროვნებები. თავის დროზე რა თამაშიც ითამაშა ივანიშვილმა ბადრის ბანაკის წინააღმდეგ მიმდინარეობს. მერწმუნეთ ივანიშილს დიდი საფრთხე ელის და ტყუილად სძინავს მშვიდად. არჩევნებში დომინანტი ივანიშვილის ფული აღარ იქნება“- აცხადებს გელბახიანი.
წყარო "ასავალ-დასავალი"
მასალის გამოყენების პირობები






