უმრავლესობა იძულებული იქნება დღის წესრიგში დააყენოს საარჩევნო სისტემის ცვლილება- რატიანი
პოლიტიკა - 12:21, 25 Jan, 2016     1250
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის განცხადებით პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებს შორის საერთო კონსესუსია და ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი ძალის მხრიდან წამოსული წინააღმდეგობა კი მათ მიერ ძალაუფლების დ უმრავლესობის შენარჩუნების სურვილს უკავშირდება. აღნიშნული განცხადება რატიანმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შეხვედრაზე გააკეთა:

„მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობას არ სურდა დღის წესრიგში დამდგარიყო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს სარჩევნო სისტემის შეცვლას. ჩვენ, მთელმა ოპოზიციმ, როგორც საპარლამენტო , ასევე არასაპარლამენტომ შევაგროვეთ 240 ათასი ხელმოწერა და ამის საფუძველზე შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც იმუშავა ორი თვის განმავლობაში და დღეს უმრავლესობა იძულებული იქნება დღის წესრიგში დააყენოს განხილვა, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებას. იმასთან დაკავშირებით რომ პროპორციული სისტემა არის გაცილებით სამართლიანი ამაზე კითხვები არ არსებობს. უბრალოდ უმრავლესობა ამბობს, რომ ერთხელაც ჩავატაროთ ძველი სისტემით , რაც ითვალისწინებს იმას რომ ძველი სისტემით და ყველა ძალით სურს უმრავლესობის ისევ შენარჩუნება“- განაცხადა სერგო რატიანმა.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელ შეხვედრაზე მხარეები იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ, რომელიც საარჩევნო კოდექსშიც უნდა აისახოს.

ცვლილებათა პაკეტი 200 ათასი ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითაა წარმოდგენილი და მაჟორიტარულიდან სამხარეო პროპორციულ წესზე გადასვლას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42