ახვლედიანი ,,ქართული ოცნების“ მმართველობას შევარდნაძის პერიოდის ,,მოქალაქეთა კავშირს“ ადარებს.
"საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყნის ნორმალური დემოკრატიული განვითარება. იმ შემთხვევაში თუ ოცნება ვერ მოახერხებს იყოს დემოკრატიული და ჰქონდეს შიდა პარტიული წესრიგი, ის დამარცხდება. საქართველოს მოსახლეობის დღისწესრიგი სხვაა და თუ ამ დღისწესრიგს რომელიმე პოლიტიკური ძალა მხარს ვერ აუბამს, ის უბრალოდ წაგებული იქნება. მე ვფიქრობ, რომ ოცნება ჩამორჩება,"- აცხადებს ახვლედიანი.
ქართული ოცნების ყოფილი ლიდერი ასევე ამბობს, რომ პარტიაში საბჭოთა იდეოლოგია არსებობს, რაც მისთვის მიუღებელია. ,,საქმეს ის ადამიანები აფუჭებენ, ვინ ლიდერებს დათვურ სმსახურს უწევს. ჯერ კიდევ ღრმადაა ჩვენში საბჭოთა წარსული, რომელიც გვეუბნება, რომ ხელმძღვანელს მონურად უნდა დაემორჩილო, მთავარია ბრმად ენდო, მერე სხვა მოვა იმას აუგად მოიხსენიებ და ახალს ადიდებ... როდესაც ფიქრობ, რომ ლიდერი ყოველთვის მართალია ეს არასწორია. ბევრი მღვრიე წყალში ძაან კომფორტულად არის. წესრიგი არ არის სათანადო. ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ საქციელისთვის მოეთხოვება. მოჯადოებული წრე უნდა გაირღვეს. არ შეიძლება მუდამ ცუდ დღეში იყოს ჩვეულებრივი ადამიანი და კარგად იყოს ის, ვინც გაურკვეველი მანქანებით ხვდება პარლამენტში,"- აცხადებს არმაზ ახვლედიანი.
წყარო: rustavi2.com
მასალის გამოყენების პირობები






