აღნიშნულ ინფორმაციას გამოხმაურება მოჰყვა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოძღვრისგან, რომელიც გავრცელებულს დეზინფორმაციას უწოდებს. მისი თქმით, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, ანტიევრპული განწყობის გაღვიღვებას ემსახურება.
,,დღეს მორიგი ტყუილი გავრცელდა, თითქოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით 2016 წლიდან ევროპაში ჩვილების ნათლობა იკრძალება. ვერცერთ სერიოზულ ევროპულ მედია-გამოცემაში, ვერც ვატიკანის და ვერც თვით სტრასბურგის სასამართლოს გვერდებზე ვერ იპოვით მსგავს ინფორმაციას.
მორიგი დეზინფორმაციაა ანტიევროპული განწყობის გასაღვივებლად!
P. S. ეს რომ ასე იყოს, ამის შესახებ პირველ რიგში ევროპაში მოქმედმა ეკლესიებმა უნდა ვიცოდეთ, მათ შორის ჩვენც. სხვათაშორის, ამ კვირაში ორი ჩვილი მოვნათლეთ უკვე“ - წერს მიუნხენის ტაძრის მოძღვარი მამა თამაზ ლომიძე.
მასალის გამოყენების პირობები






