ამის შესახებ განცხადება დავოსში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ილჰამ ალიევთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
პრემიერის თქმით, ალიევთან შეხვედრაზე ბუნებრივი აირთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.
მისი თქმით, ერთადერთი, რაც აღინიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, იყო ის, რომ "ეს არის სუფთა ტექნიკური ხასიათის საკითხი" და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არანაირი გაუგებრობა არ არერბობს.
"ილჰამ ალიევთან შეხვედრამძალიან მეგობრულ და თბილ ატმოსფეროში ჩაიარა . ნამდვილად არ გვქონია საუბარი გაზის მოწოდების საკითხებზე. ერთადერთი, რაც აღვნიშნეთ, იყო ის, რომ ეს არის სუფთა ტექნიკური ხასიათის საკითხი. აბსოლუტურად არანაირი გაუგებრობა ჩვენ სახელმწიფოებს შორის არ არსებობს. პირიქით, ჩვენ გვაქვს ძალიან ოპტიმისტური განწყობა, რომ იმ საერთო პროექტებით, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, ეს არის აბრეშუმის გზის პროექტი, ეს არის ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, ძალიან მნიშვნელოვან ახალ წყაროს შევქმნით ჩვენი ორივე ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის," - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






