საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „გაზპრომთან“ წმინდა ტექნკური ხასიათის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მას პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს.
ამის შესახებ კვირიკაშვილმა დავოსში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
რაც შეეხება აზერბაიჯანთან ურთიერთობას, პრემიერის თქმით, გაზის მოწოდების საკითხზე, ორ სახელმწიფოს შორის არანაირი გაუგებრობა არ არსებობს.
"ილაჰამ ალიევთან შევხედრამ მეგობრულ და თბილ ატმოსფეროში ჩიარა. არ გვქონია საუბარი გაზის მოწოდების საკითხებზე. ერთადერთი რაც ვთქვით, რომ ეს არის ტექნიკური ხასიათის საკითხი. აბსოლუტურად არანაირი გაუგებრობა ჩვენს სახელმწოფოებს შორის არ არსებობს. უამრავი სპეკულაცია და ბრალდება მოვისმინე კალაძის და მთავრობის მისამართით. მინდა ვთქვა, მთავრობა მოწოდებულია, რომ მაქსიმალურად დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ნამდვილად იმაზე ზევით იქნა ეს საკითხი აწეული, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ეს არის წმინდა სახის ტექნიკური ხასიათის მოლაპარაკებები და არავითარი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს“, - ამბობს კვირიკაშვილი.
პრემიერი უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით ენმ-ს მოთხოვნასაც გამოეხმაურა.
„უშიშროების საბჭოზე ინფრასტუქტურის ტექნიკური საკითხების განხილვა არასწორად მიმაჩნია. მგონია, რომ უშიშროების საბჭო არის სპეციალური ინსტიტუტი, სადაც გაცილებით უფრო მაღალი დონის საგანგებო საკითხები იხილება და ამაში საგანგებოს მე ვერაფერს ვხედავ,“ - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






