ექსკლუზივი: უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლ ოკუპანტებს აფხაზეთში ქართველების სახლებს ჩუქნიან
პოლიტიკა - 19:08, 22 Jan, 2016     5954
საქართველოს ოკუპირებულ ტერირიტორიაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ვერტმფრენები დააფიქსირეს.

როგორც „ნიოუპოსტს“ ოკუპირებულ გალში უთხრეს, ვერტმფრენები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ორ საათზე მეტია გადადგილდება.

ერთ-ერთი ვერსიით, რუსმა ოკუპანტებმა ვერტმფრენით რუსული საგუშაგოები დაათვალიერეს და ოკუპაციის ხაზი დაასურათეს, რომ საგუშაგოების განლაგების ახალი სქემა შეადგინონ.

როგორც „ნიუპოსტმა“ გაარკვია ახალი გეგმის მიხედვით, ყოველ 3 კილომეტრში ერთი მოძრავი საგუშაგო უნდა განთავსდეს.

ამასთან, ნაბაკევთან არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზა - ზედა გალის ტერიტორიაზე კერძოდ, ჩეღალში გადავა. ეს სოფელი სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოფელია, რადგან იქ არის ენგურჰესის სადერივაციო გვირაბი, საიდანაც წყალი საბერიოს მიმართულებით ეშვება.

აღნიშნული ბაზა 2 000 კაცისგან უნდა დაკომპლექტდეს. როგორც რუსი სამხედროები აცხადებენ, მათ რიგებში ჩეჩენი მებრძოლებიც იქნებიან, უფრო კონკრეტულად 10 სამხედროს შორის 4 ჩეჩენი იქნება.

ჩეჩენი მებრძოლები ოკუპირებულ აფხაზეთში ოჯახებით ჩადიან, დე-ფაქტო ხელისუფლება კი მათ ქართველების მიერ დატოვებულ სახლებში ცხოვრებას სთავაზობს. ცნობილია, რომ ქირას რუსეთის ხელისუფლება გადაიხდის.

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ჯარისკაცები საჩუქრად სოხუმში, გაგრასა და ოჩამჩირეში მდებარე ქართველების სახლების მიიღებენ.

დღეს ასეთ სამხედროებს საცხოვრებელი სახლები პირადად რაულ ხაჯიმბამ გადასცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42