,,კოალიციაში კვოტებზე საუბარი არ დაწყებულა, ,,ეროვნული ფორუმიდან“ ამ საკითხზე არავინ არავის ხვდება“ - ანი მიროტაძე
პოლიტიკა - 18:29, 22 Jan, 2016     1021
საარჩევნო კვოტები პოლიტიკური განქორწინების საბაბი შეიძლება გახდეს.
წინასაარჩევნო მედიაში აქტიურად განიხილება კოალიცია ,,ქართული ოცნების" შიგნით კვოტების გადანაწილების თემა.
რას ამბობენ ,,ეროვნულ ფორუმში", თემის დეტალებზე ,,ნიუპოსტი" პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ანი მიროტაძეს ესაუბრა.

,,ეროვნულ ფორუმში" მიიჩნევენ, რომ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ პოზიციების შეჯერება იქნება მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი და არა წინასაარჩევნო პროცესის დროს გადანაწილებული კვოტები.

მიროტაძე პოლიტსაბჭოში კვოტებზე მსჯელობას არ ადასტურებს, თუმცა იქვე აცხადებს, რომ თუ სხვა პოლიტიკური სუბიექტები ერთმანეთთან დამოიკიდებელ მოლაპარაკებას აწარმოებენ, ეს მას არ უნდა ვკითხოთ, ვინაიდან მისთვის ამის შესახებ ცნობილი არ არის.

- ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებაში“ კვოტებისთვის ბრძოლა აქტიურ ფაზაში შევიდა...

- ჩემი ინფორმაციით, არანაირ კვოტების განაწილებაზე საუბარი ამ მომენტისთვის არ მიმდინარეობს, თუ ვინმე ვინმეს ხვდება, არაოფიციალურად, არაკოალიციურ რეჟიმში ეს არ ვიცი. ჩვენ, ეროვნული ფორუმის წევრები მსგავს პრინციპულ საკითხებს განვიხილავთ მხოლოდ პოლიტსაბჭოს ფორმაში. კვოტებზე საუბარი დაწყებული არ არის, არც ის ვიცი როდის დაიწყება. ვინაიდან საარჩევნო წელი დაწყებულია, ამ საკითხის განხიკლვა აუცილებლად უნდა გაიმართოს. ნაჩქარევი ინტერესი უფრო მგონია ამ თემის წამოწეევა, ვიდრე რეალობასთან მიახლოებული ინფორმაცია.

- არაოფიციალური შეხვედრები ახსენეთ, გაქვთ კონკრეტული ინფორმაცია, რომ კვოტების საკითხზე უმრავლესობის წევრები ინდივიდუალურად არკვევენ კვოტების საკითს?

- ჩემი პარტიიდან არავინ არავის ხვდება, სხვისი შეხვედრების შესახებ, მე ინფორმირებული არ ვარ.

- კვოტების თანაბრად განაწილების მომხრე ხართ?

- საკითხს ასე არ ვუყურებ, არც იმის მტკიცებას დავიწყებ, ვის რამდენი რეიტინგი აქვს და ვინ რამდენი კვოტი უნდა მოითხოვოს. ჩვენ როცა კოალიციას შეუერთდით ვიცოდით, რომ მიხეილ სააკასვილის რეჟიმს ვებრძოდით, ეს იყო მიზანი. ახლა კი მთავარია რა იდეის გარშემო გაერთიანდება ახალი კოალიცია და არა ის თუ რამდენი წევრი ეყოლება პარლამენტში ამა თუ იმ პარტიას. ბურებრივია ყველას თავისი ინტერესი აქვს, თუმცა ახლა იმის თქმა ვის რამდენი კვოტი უნდა ჰქონდეს არ მიმაჩნია სწორად.

- „კოალიციაში ყოფნა მხოლოდ იმისთვის, რომ 6-7 დეპუტატი გავიყვანოთ, არასწორია“- ეს განცხადება თქვენ თანაგუნდელს ეკუთვნის, ხომ არ ნიშნავს ეს რომ ფორუმი ოცნების წინააღმდეგ გაილაშქრებს?

- არავითარი დაძაბულობა არ არსებობს ჩვენსა და ჩვენს პარტნიორებს შორის. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, სამომავლო გეგმებზე, პოზიციების შეჯერებაზე საუბარი არ გვქონია.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42