„რესპუბლიკელების“ ულტიმატუმი - პარტია სიაში 25 % -ს ითხოვს?
პოლიტიკა - 17:29, 22 Jan, 2016     1820
კოალიციაში საარჩევნო სიის კვოტების გადანაწილებაზე ვერ თანხმდებიან. უმრავლესობაში ამ საკითხზე დაპირისპირებას უარყოფენ, თუმცა აცხადებენ, რომ "კვოტები თანაბრად ვერ გადანაწილდება".

„კვოტები თანაბრად ვერ განაწილდება. ასე არც წინა არჩევნებზე მომხდარა. ვინ რა რაოდენობით იქნება წარმოდგენილი, შეთანხმების საფუძველზე გადაწყდება“- ამბობს გიორგი ვოლსკი.

საპარლამენტო კულუარებში კი აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ საარჩევნო სიაში „რესპუბლიკური პარტია“ ადგილების 25 პროცენტს ითხოვს, მაშინ როცა „ქართულ ოცნებას“ 51 პროცენტი ექნება.

აღნიშნული თემის კომენტირებისას „რეპსუბლიკელმა“ ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ „ღრმა შოკშია“.

„აბსოლუტურად პირველად გვესმის "რესპუბლიკელებს" . ვარ ღრმა შოკში. ეს არის ზღაპარი, რომლის შესახებ მესმის ჟურნალისტებისგან“ - აღნიშნა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან.

თამაზ მეჭიაურის თქმით კი, კვოტები და ადგილები სამართლიანად უნდა განაწილდეს.

„ ყველა სუბიექტს უნდა ჰქონდეს რეიტინგის შესაბამისი ადგილების რაოდენობა" - აღნიშნავს ის.

„ნიუპოსტი“ რესპუბლიკური პარტიის“ წევრს - ვახტანგ ხმალაძესაც ესაუბრა.

- საპარლამენტო კულუარებში აქტიურად საუბრობენ, რომ „რესპუბლიკური პარტია“ საარჩევნო სიაში ადგილების 25 პროცენტს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ დატოვებით იმუქრება...

- არავითარი ვაჭრობა არ მიმდინარეობს. არავითარი მოთხოვნა, საუბარიც არ ყოფილა და ვერ იქნება მანამ, სანამ არ გადაწყდება თვითონ კოალიციის საკითხი და სანამ არ დაიწყება საუბარი ამ საკითხზე თვითონ გუნდში. ყველაფერს, რასაც ამ თემაზე ამბობენ, ეს არის ცალკეული პირების ფანტაზიის ნაყოფი.

- კვოტების ომი სახეზე არ გვაქვს?

- კოლიაციის შიგნით მე შეიძლება გამაჩნდეს ჩემი აზრი კვოტებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, სხვებსაც აქვს თავისი აზრი. მაგრამ ჯერ ამ საკითხზე მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში არ მომხდარა, არაფერი მოგვითხოვია...

- მეჭიაურის განცხადებას შეგახსენებთ, „ყველა სუბიექტს უნდა ჰქონდეს რეიტინგის შესაბამისი ადგილების რაოდენობა“...

- მე ამ საკითხზე უკვე გიპასუხეთ, საუბარი, მსჯელობა არ ყოფილა...

ფაქტია, რომ არჩევნებამდე 10 თვით ადრე კოალიციის წევრები ზომაზე მეტად აფორიაქდნენ. კეთდება პოლიტიკური მინიშნებები.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებაც ამას მოწმობს:

„კოალიციაში საარჩევნო სიებზე მოლაპარაკებები არ დაწყებულა და ამიტომ კოლეგებთან ჯერჯერობით არც დაძაბული ურთიერთობა გვაქვს და არც -დამტკბარი.

მისი თქმით, „რესპუბლიკური პარტია" გამოცდილი პოლიტიკური სუბიექტია და საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც მეორე პოლიტიკური ძალაა.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42