"ხელისუფლება ამ გამოწვევას ვერ გაუმკლავდა" - ოპოზიცია ლარის გაუფასურებას შიდა ფაქტორებს უკავშირებს
პოლიტიკა - 12:29, 22 Jan, 2016     1269

ლარის კურსის მკვეთრ გაუარესებას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები შიდა ფაქტორებს უკავშირებენ და ამბობენ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა არ ხდება.

„თავისუფალ დემოკრატებში“ მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ამ გამოწვევას ვერ გაუმკლავდა.

„ამგვარი რაღაცეები ყველა სახელმწიფოში ხდება, რაც ბუნებრივია, სასიამოვნო არ არის. თუმცა ხელისუფლება თუ დგამს შესაბამის ნაბიჯებს ამის პრევენციის თვალსაზრიზით, ისევე როგორც ზოგადად ეკონომიკური მიმართულებით, როგორიც არის დასაქმება, სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა, მაშინ როგორც წესი, ეს ყველაფერი მოსახლეობაზე უფრო ნაკლებად მტკივნეულად აისახება. ძალიან ცუდია, რომ ჩვენთან ჯერჯერობით ამგვარი ტენდენციები არ შეინიშნება. მე არ ვთვლი, რომ ხელისუფლებამ ამ გამოწვევასთან გამკლავება შეძლო“, - ამბობს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე.

ლარის კურსის გაუფასურების მიზეზად ხელისუფლების უმოქმედობას ასახელებს „ნაციონალური მოძრაობაც“.

„ეკონომიკაში კრიზისული მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება. სწორედ ამის შედეგია ლარის კურსი. ამას ყველაფერს მთავრობა უპირისპირებს არაფერს. შემოთავაზებები მივიღეთ ახალი პრემიერ-მინისტრისგან თანამშრომლობაზე, ჩვენც შევთავაზეთ შეხვედრა ჩვენი კონრეტული გეგმის გასაცნობად, მაგრამ ჯერ მათგან პასუხი არ არის. გამოსავალი ერთადერთია, მთავრობა, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, უნდა წავიდეს“ - ამბობს ენმ-ის წევრი გიორგი ვაშაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42