NBA All Star-ის შედეგების გამოცხადებას მთელი საქართველო სულმოუთქმელად ელოდა. ქართველ კაპიტანს სამეულში მოსახვედრად 14227 ხმა დააკლდა. იმ ფაქტმა, რომ ზაზა ფაჩულია მიზანთან ასე ძალიან ახლოს იყო სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია:
„მგონი მართალია ის ამბავი, ღმერთთან რო ცოტა დავაგვიანეთ ქართველებმა.“- წერს იუმორისტი გიორგი ჯანელიძე.
„იმ ღამით არ ეძინა ბებიას, არ მეძინა მე, არ ეძინა ილიკოს. ეძინა მხოლოდ ილარიონს, მშვიდი და უშფოთველი ძილით... რადგან იცოდა, რომ დილით ფეისბუქით ისედაც გაიგებდა, გავიდა თუ არა ზაზა ოლ სტარზე“- ასე გამოეხმაურა შედეგების მოლოდინს გოჩა თანდარაშვილი
„15.000 მდე ხმა დააკლდა ზაზა ფაჩულიას. უფრო დამწყდა გული, რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან. ვიღაცეებს პერო რომ გამოეღოთ ერთი ადგილიდან და ვიღაცეებს სწორად წერა ესწავლათ, იქვე ვიყავით გამარჯვებასთან.
ისიც მაგარია, რომ ვიცით. არაფერია შეუძლებელი თუ გავერთიანდებით.“- ნანუკა ჟორჟოლიანი
„ზაზა ფაჩულიას ამბავი ძალიან მახარებს, ერთის მხრივ - ძალიან ბევრი შევძელით და იმიტომ. მეორეს მხრივ, 14 ათასი ხმის დანაკლისი საწყენია - სულ ერთ ნაბიჯზე ვიყავით წარმატებისგან.
მადლობა ყველაფერი ამის სულის ჩამდგმელს David Rapava-ს
სრულიად გენიალური ორგანიზატორი ხარ, დათო
ps კიდევ ერთ ქართულ ტელევიზიას მაინც რომ ეაქტიურა, ახლა უკვე ოლსტარში სათამაშოდ მოვემზადებოდით.“- ნიკა გვარამია
მასალის გამოყენების პირობები






