რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ბოლო სამი წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს.
ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციული პლურალიზმი დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტუის ღირებულებებია. ევროპარლამენტი შეშფოთებულია, მედია პლურალიზმის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით, როგორიცაა სამაუწყებლო კოპმანია „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებული მოვლებენები. ამ საკითხთან დაკავშირებით, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს მედია პლურალიზმი, სარედაქციო დამოუკიდებლობა და მედია მფლობელების გამჭვირვალობა, განსაკუთრებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის იდეას ექსპერტთა მისიის გაგზავნის შესახებ, რომელიც მაღალი დონის მრჩევლებს, ევროპული სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლეებისგან იქნება დაკომპლექტებული იმისათვის, რომ განიხილონ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული საქმე.
ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესები უნდა იყოს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და პოლიტიკური მოტივებისგან გათავისუფლებული. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს და სრულად შესარულოს სასამართლო სისტემის რეფორმა. ასევე, გააგრძელოს ძალისხმევა რათა უზრუნველყოს სასამართლო სისტემაში, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე ახლად შექმნილ უსაფრთხოების სამსახურში სრული დამოუკიდებლობა, ეფექტურობა, მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმი და მოუწოდებს საქართველოს, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება ამ ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებისთვის მექანიზმის შესაქმნელად.
"ევროპარლამენტი კვლავ შეშფოთებულია პროკურატურის ანგარიშვალდებულების ნაკლებობის გამო და იმ ბუნდოვანი კრიტერიუმების გამო, რომლის მიხედვით ნიშნავენ პროკურორებსა და გამომძიებლებს.
ევროპარლამენტი ასევე შეშფოთებულია წინასწარი დაკავების მექანიზმის გამოყენების გამო, განსაკუთრებით პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების შემთხვევაში" - აღნიშნულია რეზოლუციაში.
ევროპარლამენტი იხსენებს 2015 წლის 22 სექტემბერს ვენეციის კომისიის განცხადებას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მიიღოს შესაბამისი ზომები მსგავსი შემთხვევების აღსაკვეთად, რათა დაცული იქნეს მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებები, ფაქტები სრულად იქნას გამოძიებული კანონის შესაბამისად, ყოვეგვარი დაშინების გარეშე.
რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ პოლიტიკური ოპოზიციის არსებობას გადამწყვეტი მნიშნელობა ენიჭება დაბალანსებული და სრულყოფილი პოლიტიკური სისტემისთვის. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ ნებისმიერი ძალადობრივი აქტი დროუალდ და საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული. ევროპარლამენტი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას გააუმჯობესონ პოლიტიკური კლიმატი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის თავიდან აცილებით და პარტიათაშორის დიალოგის უზრუნვლყოფით. ევროპარლამენტი ულოცავს საქართველოს ინოვაციური ელექტრონული შესყიდვის სისტემის დანრგვას, რომელმაც საგრძნობლად გაზარდა გამჭვირვალობა, ეფექტიანობა და ანგარიშვალდებულობა, რაც ძირითადი ფაქტორებია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მასალის გამოყენების პირობები






