დოკუმენტის იმ ნაწილში, სადაც კონკრეტულად საქართველოზეა საუბარი ყურადღება გამახვილებულია სასამართლო სისტემის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის გამჭვირვალე მუშაობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. რეზოლუციაში გარკვეული შენიშვნებია გამოთქმული წინასწარი დაკავების მექანიზმთან დაკავშირებითაც და ნათქვამია, რომ ეს მექანიზმი პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს უნდა იქნას გამოყენებული.
ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებისკენ და ოპოზიციის წამრმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობრივი ფაქტების გამჭვირვალედ გამოძიებისკენაც მოუწოდებს.
ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს მედიაპლურალიზმი, სარედაქციო დამოუკიდებლობა და გამჭვირვალე მედიამფლობელობის გარანტია, განსაკუთრებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
მასალის გამოყენების პირობები






