,,ქართულ ოცნებას თუ ჰგონია, რომ ნაციონალური მოძრაობის ხსენებთ ჩვენს პროტესტს შეაფერხებს, ძალიან შემცდარა“ - კაციტაძე
პოლიტიკა - 16:58, 21 Jan, 2016     1615
"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მამუკა კაციტაძე „ქართული ოცნების“ მიერ გარდაბნის არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

ინტერპარტიული ჯგუფის ერთ-ერთ წევრს ენმ-ის მიერ კანდიდატის მოხსნის ნაკლებად სჯერა.

რაც შეეხება მმართველი ძალის კიდევ ერთ ბრალდებას, იმის შესახებ, რომ „ოპოზიციური პარტიები ბოიკოტით ცდილობენ ხელოვნური ახსნა მოუმზადონ ნაციონალური მოძრაობის მიერ კანდიდატის შესაძლო მოხსნას“ კაციტაძე კონტრბრალდებებით პასუხობს.

„კოლიაცია ქართულმა ოცნებამ იგრძნო ძალიან დიდი დისკომფორტი, საფრთხე, ძალიან ცუდი გზავნილია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ არჩევნებში, ერთადერთი კანდიდატი იღებს მონაწილეობას. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მიერ კანდიდატის შესაძლო მოხსნას, მე ამ ვერსიის ანაკლებად მჯერა, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, ეს იქნება მათი იძულება, სწორედ იმ ჯგუფის მიერ, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითხოვს“- აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებას რომ ინტერპარტიული ჯგუფის შემოთავაზებებისთვის მოესმინა, უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა.

„ქართულ ოცნებას თუ ჰგონია, რომ ენმ-ს ხსენებით, ჩვენ პროტესტს შეაფერხებს ძალიან შემცდარა. ვურჩევ მმართველ ძალას, შეეშვას მსგავს ინინუაციებს და იფიქროს შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმაზე 2016 წლისთვის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებისთვის“- განმარტა ოპოზიციის წევრმა.

მამუკა კაციტაძის განცხადებით, ნაციონალურ მოძრაობასთან არასდროს თანამშრომლობდა, „ქართული ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური ლიდერებისგან განსხვავებით.

„გადახედონ, ვინ იყო ღია ბრძოლაში ენმ-სთან 2013 წლიდან, დღეს კი ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში მონაწილეობით კომფორტულ გარემოს უქმნის ხელისუფლებას“- დასძინა „ნიუპოსტთან“ საუბრისას მამუკა კაციტაძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით ნაციონალური მოძრაობა კანდიდატის მოხსნას გეგმავს, ქართული ოცნების წევრთა მტიკცებით, ამ მიზანს ემსახურებოდა ოპოზიციური პარტიების მიერ გაკეთებული განცხადება არჩევნების ბოიკოტირებასთან დაკავშირებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42