„ძალიან ცუდია თუ ჩემს სახელს იყენებენ, იმისათვის რომ რომელიმე კანდიდატს მისცენ უპირატესობა. ვარწმუნებ ყველას, როგორც რაგბის დიდ თემს, ასევე ყველა გულშემატკივარს და მთლიანად მოსახლეობას, რომ არც მე პირადად არ ვერევი არანაირი სახით ამ არჩევნებში, რომელიმე კანდიდატის მხარდასაჭერად, ისევე როგორც აქ არ არის სამთავრობო ჩარევა“- განაცხადა დავით სერგეენკომ.
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 2015 წლის 20 დეკემბერს იყო დანიშნული, ხოლო კანდიდატებად მოქმედი პრეზიდენტი გია ნიჟარაძე და ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე იყვნენ წარდგენილნი. იმავე პერიოდში გამგეობის წევრებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, თანამდებობის პირები რაგბის კავშირის წევრებზე ზეწოლასა და სასურველი კანდიდატის გაყვანას ცდილობდნენ. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ორივე პირმა კანდიდატურა მოხსნა.
24 იანვარს გადატანილ არჩევნებში ისევ ორი კანდიდატი იღებს მონაწილეობას: რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის გოჩა სვანიძე და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, “ბორჯღალოსნების” ვეტერანი და მწვრთნელი ილია ზედგინიძე.
მასალის გამოყენების პირობები






