,,ჩვენი ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობა გარდაბანში კანდიდატის მოხსნას განიხილავს“ - ქართული ოცნების განცხადება
პოლიტიკა - 15:29, 21 Jan, 2016     1613
„ქართული ოცნება“ გარდაბნის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სახელისუფლო პარტიაში აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით ნაციონალური მოძრაობა კანდიდატის მოხსნას გეგმავს, ქართული ოცნების წევრთა მტიკცებით, ამ მიზანს ემსახურებოდა ოპოზიციური პარტიების მიერ გაკეთებული განცხადება არჩევნების ბოიკოტირებასთან დაკავშირებით.

,,ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობა აქტიურად განიხილავს გარდაბნის არჩევნებში კანდიდატის მოხსნის საკითხს. ამ გადაწყვეტილების გახმოვანებისთვის ნიადაგის შემზადებას ემსახურებოდა ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილის მიერ სრულიად ალოგიკურ დროს, არჩევნებამდე 8 დღით ადრე გავრცელებული განცხადება გარდაბნის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების შესახებ. განცხადებაში ნათლად იკითხება მისი რეალური მიზანი, ხელოვნური ახსნა მოუმზადოს ნაციონალური მოძრაობის მიერ კანდიდატის მოხსნას. კანდიდატის მოხსნის რეალური მიზეზია ის გარემოება, რომ ნაციონალური მოძრაობა გარდაბანში ვერ ახერხებს ამომრჩეველთა ხმების მეტ-ნაკლებად სოლიდური რაოდენობის მიღებას. გარდაბნის არჩევნების შედეგები ცხადყოფს იმ სოციოლოგიური კვლევების სიყალბეს, რომელთა თანახმად „ქართული ოცნების“ რეიტინგი დრამატულად არის შემცირებული, ხოლო ნაციონალური მოძრაობა რეიტინგის სტაბილურად შენარჩუნებას ახერხებს“ - ნათქვამია სახელისუფლო პარტიის განცხადებაში.

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში 22 იანვარს გაიმართება ბრიფინგი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42