"მეჭიაურს დავუსტვინე, მან კი ხელი დამარტყა"- მოქალაქე
პოლიტიკა - 14:42, 21 Jan, 2016     2046
მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით პარლამენტთან მიმდინარე საპროტრესტო აქციაზე, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური, აქციის მონაწილეებმა შეძახილებით და სტვენით შეაცილეს.

აქციაზე დეპუტატსა და აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება მოხდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე არტურ არუთინოვი ირწმუნება, რომ თამაზ მეჭიაურმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სახეში გაარტყა.

"მეჭიაურს დავუსტვინე, მან კი ხელი დამარტყა. მე გამოხატვის თავისუფლება უნდა მქონდეს" - აღნიშნა ჟურნალისტებთან არტურ არუთინოვმა.

მოქლაქემ ადგილზე გამოძახებულ პატრულს ინცინდენტის გარკვევა და დეპუტატის დასჯა მოსთხოვა.

რაც შეეხება თამაზ მეჭიაურს, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ხელი არავისთვის გაურტყამს.

"ძალიან ბევრი ჟურნალისტი იყო ადგილზე, ტელევიზიები იქ იყვნენ, მსგავსი რამ რომ მოხმდარიყო, ყველა გადაიღებდა, ხელი არავისთვის გამირტყამს. არ ეტყობა მერე იმ სახეზე?! არტურის ანაბეჭდები ეტყობა ჩემს ხელს"- აღნიშნა დეპუტატმა.

პარლამენტის შენობასთან ავტოდილერები და არასამთავრობო ორგანიზაციები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის საკითხის გაუქმებას, განბაჟების სისტემის შეცვლას, ასევე 100-ქულიანი სისტემის ამოქმედების გადავადებას ითხოვდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42