„საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას, გიორგი კვირიკაშვილი მნიშვნელოვანი ინიციატივების ავტორი იყო ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. რაც გრძელდება. კვირიკაშვილი ამბობს , რომ ქართველი ხალხის ოცნება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ, მისი ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტი იქნება“ - ნათქვამია სტატიაში.
„ჩვენ არ ვეძებთ მოკლე გზებს და არ ველით სწრაფ პროგრესს ინტეგრაციის პროცესში, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია, დავანახოთ ჩვენს ხალხს, რომ პროცესი არ შეჩერებულა და მას საგრძნობი შედეგი მოაქვს" - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
საქართველო-ნატოს ურთიერთობაზე საუბრისას გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს თანამშორმლობა ალიანსთან დღეს ძლიერია, ისე როგორც არასდროს.
„მინდა მივესალმო ალიანსში მონტენეგროს მიწვევა. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნატო ღია კარის პოლიტიკის ერთულია. 2015 წლის ალიანსის მინისტერიალი ძალიან მნიშნელოვანი იყო საქართველოსთვის, რადგან დადასტურდა, რომ ქვეყანას აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსის წევრობისთვის მოსამზადებლად.
დღეს, საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ აღებული ვალდებულებები. ავღანეთში ნატოს მხარდამჭერ მისიაში მონაწილეთა შორის, საქართველოს ჯარებს სიდიდით მეორე ადგილი უჭირავს.
ამ ეტაპზე ნაადრევია საუბარი, თუ რა კონკრეტული შედეგები იქნება ნატო-ს სამიტზე ვარშავაში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ნატოს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება საქართველოს ქმედებებზე, დააფიქსირებს საქართველოს პროგრესს ინტეგრაციის გზაზე და დაგვაახლოვებს ალიანსში გაწევრიანების ჩვენს საბოლოო მიზანთან" - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






