"ფარული კამერა არ მქონდა, ვიწერდი ჩემი ტელეფონით" - პოპოვი სუს-თან კავშირს უარყოფს
პოლიტიკა - 20:15, 20 Jan, 2016     2153
"ფარული კამერა არ მქონდა, ვიწერდი ჩემი ტელეფონით"- ამის შესახებ ბიძინა კუჭავას გარდაცვალების საქმის მოწმემ დავით პოპოვმა "მასსტროსთან" საუბრისას მას შემდეგ განაცხადა, რაც წამყვანი დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა ამ უკანასკნელს ფარული კამერა დამონტაჟებული ბიძინა კუჭავას ადვოკატებთან შეხვედრისას.
პოპოვმა ისიც კატეგორიულად უარყო, რომ ადვოკატებთან შეხვედრა მისი ინიციატივით შედგა.
"შეხვედრის ინიციატორი არ ვყოფილვარ. გუშინ დამირეკა ჩემი მეგობრის შვილმა, ვაჟა ჩიკვილაძემ და მითხრა, რომ ბიძინას შვილს და ადვოკატს სურს შენი ნახვა და აინტერესებდათ სახლის მისამართიო. მომენტალურად ვუთხარი უარი"- თქვა მოწმენ.
ადვოკატების განცხადებაზე, რომ დავით პოპოვს შეხვედრისას ეცვა სპეციალური პერანგი, რომელიც მხოლოდ სუს-ის თანამშრომლებს აცვიათ, მან განაცხადა, რომ ის არც ერთ ძალოვან სტრუქტურაში არ მუშაობს.

"რა სპეციალური პერანგი, არც გამიგია. მე მათ მხოლოდ ვიწერდი ჩემი მობილური ტელეფონით ხმას"- თქვა მან.

პოპოვიოს განცხადებით, პროკურატურაში დაკითხვისას მას ბიძინა კუჭავასთან შეხვედრს დრო და გარემოებებზე დაუსვეს კითხვები.

პროკურორის მკვლელობაში ბარლდებული ბიძინა კუჭავას ადვოკატები ნათია კორკოტაძე და გია გოროზია დავით პოპოვს გუშინ შეხვდნენ, პოპოვი გამოძიების ვერსიით, თვითმკვლელობის დროს კუჭავასთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა.

შეხვედრა მალევე ჩაიშალა და ამის მიზეზი პოპოვის მიერ შეხვედრის ჩაწერის მცდელობა აღმოჩნდა.

ადვოკატების ინფორმაციით, შეხვედრის ინიციატორი პოპოვი იყო. ისინი ეჭვობენ, რომ მოწმე მიგზავნილი იყო.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42