“კუჭავასთან შეხვედრა მოსკოველმა მეგობარმა მთხოვა... მითხრა, პრობლემა მაქვს, ქვეყნიდან უნდა წავიდეო" - პოპოვი დეტალებს იხსენებს
პოლიტიკა - 20:21, 20 Jan, 2016     3669
ბიძინა კუჭავას გარდაცვალების საქმის მოწმე დავით პოპოვი გახმაურებული საქმის ირგვლივ პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც მთავარმა მოწმემ "მაესტროსთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ის ბიძინა კუჭავას 30 დეკემბერს შეხვდა, სადაც რესპოდენტის თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა კუჭავამ პოპოვს ბიზნეს გეგმა გააცნო.
" 30-ში შევხვდი ბიძინას, გლდანში, მოვუსმინე. მას ჰქონდა ბიზნეს პროექტი აფრიკაში, რისთვისაც საჭირო იყო 780 ათას დოლარამდე. ჩემთვის და ჩემი მეგობრისთვის ეს პროექტი მიუღებელი იყო და უარი ვუთხარი", - განაცხადა პოპოვმა.

მისი თქმით ბიძინა კუჭავსთან შეხვედრა მას მოსკოველმა მეგობარმა გოჩა კუჭავამ სთხოვა.
"ამის შემდეგ, 16 იანვარს, ღამის თორმეტი საათი იქნებოდა, ჩემმა მეგობარმა მოსკოვიდან, დამირეკა და მთხოვა, შეხვდი და გაიგე რა პრობლემა აქვს, რა უნდა და თუ შეგეძლება დაეხმარეო. ნომერიც მომცა. გადავრეკე ბიძინასთან და მითხრა ნახევარ სათში შევხვდეთო გლდანში სადაც ადრე შევხვდეთო. ადგილზე მისულმა დავინახე ბიძინა, რომელიც გადმოვიდა ტაქსიდან და ჩამიჯდა მანქანაში. წავიყვანე სახლში. სახლში რომ მივიყვანე, ვკითხე რა პრობლემები ჰქონდა. მითხრა, რომ მაქვს დიდი პრობლემა და ერთ დღე მაქვს დრო და ქვეყნიდან უნდა წავიდეო, მთხოვა ფული" - განაცხადა პოპოვმა.

მისივე განმარტებით, ბიძინა კუჭავას ბილეთი არ ჰქონდა და მას სთხოვა თვითმფრინავის ბილეთის ფული. როგორც პოპოვმა აღნიშნა, კუჭავას ჰქონდა 160 ლარი, თვითონ პოპოვს 250 ლარი, დანარჩენი საჭირო თანხა კი გამოიტანა "ევროპაბეთიდან", რომელიც ფილარმონიასთან მდებარეობს.

როგორც პოპოვმა აღნიშნა, კუჭავა მანქანის უკანა მხარეს ჩაჯდა და წავიდნენ აეროპორტისკენ, თუმცა სანაპიროზე ისინი პატრულმა გააჩერა.

"მოვიდა ერთ-ერთი თანამშრომელი და მომთხოვა საბუთები, რაც მივაწოდე. 2 წუთში უკან დაბრუნდა მეორე თანამშრომელთან ერთად და მომთხოვეს მანქანში მსხდომების საბუთები. როდესაც ვუთხარი ბიძინა საბუთებს ითხოვენ, მიეციმეთქი, მან მიაწოდა საბუთი. როგორც კი გაცდნენ მანქანას პატრულის თანამშრომლები, შავი "ჯიპებით" მოცვივდნენ, გადმოვიდნენ შეიარღებული ხალხი, როლებმაც დაიწყეს ყვირილი, რომ ვართ პოლიციის თანამშრომლები, ამ აურზაურში ჩემს მანქანაში გაისმა გასროლის ხმა. გავიხედე და დავინახე სისხლიანი კაცის თავი. 5-6 წუთში უკვე ვიყავი პატრულის მანქანაში. ერთადერთი დავინახე, რომ მეუღლე ცალკე გადაჰყავდათ", - განაცხადა პოპოვმა.

მისი თქმით, კუჭავასთვის ფეხზე დაზიანება არ შეუმჩნევია.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42