,,ყველა მინუს ენმ" და ბოიკოტის რეჟიმში მყოფი სხვა პოლიტიკური ძალები
პოლიტიკა - 19:59, 20 Jan, 2016     1831
არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო სისტემაში ძირეულ ცვლილებას ითხოვს. როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი - ბაჩუკი ქარდავა განმარტავს, მხოლოდ სისტემური ცვლილების განხორციელების შემდეგ არ დადგება დღის წესრიგში 2016 წლის არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი. არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების იძულება საარჩევნო რეფორმაზე მხოლოდ კონსოლიდირებული ზეწოლით მიიღწევა.

"მხოლოდ სისტემის ცვლილება არის საშუალება რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ყველა პოლიტიკური ძალის და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების კონსენსუსის საგანი. ხელისუფლებისთვის მთავარია მიიღოს ის შედეგი, რომ რჩება ხელისუფლებაში და სხვა არაფერი აინტერესებს, რაც შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს საბოლოო ჯამში ამ ხელისუფლებისთვის, მაგრამ წყალსაც წაუღის ყველა ხელისუფლება, ჩვენთვის მთავარია ეს ცუდად არ დასრულდეს ქვეყნისთვის, მისი ევროპული პერსპექტივისთვის და დემოკრატიული განვითარებისთვის, რადგან კარგად ვხედავთ, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ძალიან სერიუზულად გვაკვირდება. თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ქართველი ამომრჩეველია, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ხელისუფლების საარჩევნო გზით ცვალებადობის პრაქტიკის განმტკიცება“ - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერის მამუკა კაციტაძე კი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აღმოჩნდა, რომელმაც უნდა გაუპრაოს ე.წ. მრავალფეროვნება "ქართულ ოცნებას", რადგან ეს პარტია გარდაბნის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

"მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა აღმოჩნდა, რომელმაც უნდა გაუპრაოს ე.წ. მრავალფეროვნება კოალიცია ქართულ ოცნებას. მაშინ როდესაც საინიციატივო ჯგუფებსაც არ აქვთ კანონით უფლება დაასახელონ გამგებელი და შეგვიძლია მთლად მარტო დავტოვოთ კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატი," - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

თავის მხრივ "ნაციონალურ მოძრაობაში" ის მიზეზები განმატეს, თუ რატომ იღებენ გარდაბნის არჩევნებში მონაწილეობას, რომელსაც დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი მას ბოიკოტს უცხადებს.

სერგო რატიანი თქმით, გამგებლის არჩევნებს არავითარი კავშირი არ აქვს საპარლამენტო კანონთან.

„გამგებლის არჩვენებს არავითარი კავშირი არ აქვს საპარლამენტო კანონთან. ეს არის სრულიად სხვა რამ. შუალედური არჩევნების დროს ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით, რადგან მიგვაჩნდა, რომ 6 თვით დეპუტატის არჩევა არაფერს ცვლის. ამ შემთხვევაში გამგებელი, რომელსაც სურს შეცვალოს და დაეხმაროს რაიონში მოქალაქეებს იმას ვირჩევთ სამი წლით,“ - აცხადებს სერგო რატიანი.

გამგებლების არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არც თავისუფალი დემოკრატები გეგმავენ.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პოლიტიკურ ძალების მთავარ მოთხოვნას საპარლამენტო უმრავლესობა არ იზიარებს.

ზურაბ ტყემალაძე ამბობს, პარტიები არჩევნებს ბოიკოტს იმიტომ უცხადებენ, რომ მათ გამარჯვების იმედი არ აქვთ.

„სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს. ეტყობა მათ იმედი არ აქვთ გამარჯვების და ამიტომ გააკეთეს ბოიკოტი,“ - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

ინტერპარტიული ჯგუფი 28 იანვარს გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

არასაპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით არსებული საარჩევნო სისტემის ფონზე აღნიშნული არჩევნების ჩატარება არალეგიტიმურია. ისინი მოუწოდებენ ყველა ოპოზიციურ პარტიას არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

განცხადების ავტორთა თქმით, ყველა ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელიც უარს იტყვის ბოიკოტის რეჟიმზე და გადაწყვეტს ხელისუფლებას მაშველი რგოლი გადაუგდოს, მოახდენს თვით ლუსტრირებას და შეფასდება, როგორც ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფი პოლიტიკური ძალა.

განცხადების ავტორებმა მმართველი ძალა ამომრჩეველის მოტყუებასა და საარჩევნო სისტემის მორგებაში კიდევ ეთხელ დაადაშაულეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42