„მართალია ჩვენ ვთქვით, რომ იგი ამოქმედდება 2017 წლის იანვრიდან. მაგრამ 2016 წელს რომ პარლამენტი მოვა მაშინვე იტყვიან, რომ იქნებ 2018 ან 2019-დან ავამოქმედოთო. მაგრამ უნდა ვცადოთ, რომ ამოქმედდეს. საქართველოში გაქრება ისეთი ტერმინი როგორიცაა, პრემია და იქნება მხოლოდ ხელფასი და დანამატი და ეს იქნება ყველაფერი. ზოგიერთი ვერ ერკვევა ხელფასსა და დანამატში შემიძლია აგიხსნათ: მე ვარ პარლამენტის წევრი და მაქვს ხელფასი და მაქვს დანამატი, იმიტომ რომ ვასრულებ სხვა საქმეს თანამდებობაზე – ვარ კომიტეტის თავმჯდომარე, სადაც გარწმუნებთ, რომ გაცილებით უფრო მეტი სამუშაო, ვიდრე უბრალოდ პარლამენტის წევრობა. თვითონ პარლამენტის წევრევსაც აქვთ სხვადასხვა მოვალეობები, გარდა კანონების მიღებისა. რაც შეეხება პრემიებს, დღევანდელი მოწვევის პარლამენტმა პრემიებზე პირველივე ბიუჯეტის დაგეგმვისას უარი ვთქვით. ჩვენ პარლამენტის წევრებს არ გვექნება პრემიები და არ გვაქვს.
პარლამენტის წევრის პრემია ცოტა გაუგებარია. პარლამენტის წევრი ხალხმა აირჩია და როგორ გავარკვიოთ მიროტაძე ჯობია, კორძაია თუ ქიბროწაშვილი?! რომელს უნდა მივცეთ პრემია?! ამიტომ წინა პარლამენტში არც არკვევდნენ და ყველას აძლევდნენ. 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში პრემია საქართველოს პარლამენტის 150 წევრმა მიიღო და ამის მერე არც ერთ დეპუტატს არ მიუღია. პრემია აქვთ სხვებს. 2017 წლის 1-ელი იანვრიდან კი, არ ექნება არავის. გასაგებია მთავრობა გვთხოვს, იქნებ კანონი გადავავადოთ, რადგან პრემიები სიგიჟემდე მოსწონთ. ხომ ხვდებით, დაუგეგმავი თანხებია.“- განაცხადა ბერძენიშვილმა.
დეპუტატმა პრემიებთან და დანამატებთან დაკავშირებით იხუმრა და აღნიშნა, რომ ამ ტანხებთან დაკავშირებით ადამიანმა ოჯახში არ უნდა ილაპარაკოს, თუმვა როგორც ბერძენიშვილი ამბობს მას ამ საიდუმლოს შენახვა ნაკლებად გამოსდის:
„ზოგიერთი სახლშიც კი არ ამბობს. აქ ბიჭები ცოტანი არიან ... ამ საიდუმლოს გასწავლით: - ოჯახში ხელფასზე ყველაფერი უნდა თქვათ, მაგრამ დანამატი, პრემია და სხვა, რა ოჯახის გასარკვევი საქმეა, აქ უნდა იყოს თქვენი ფინანსური თავისუფლება. ეს მე ნაკლებად მეხება - საიდუმლოს შენახვა ისედაც არ მეხერხება და კარგია, რომ ისეთ დაწესებულებებთან არ მაქვს კავშირი, სადაც საიდუმლო უნდა ინახებოდეს –წამომცდება რაღაც“- აღნიშნა ბერძენიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






