"კითხვების გასაქრობად ხდება იმ ადამიანის შერჩევა, ვისი სახელიც შავი ლაქებითაა გასვრილი"- ნიკოლეიშვილი კუჭავას საქმეზე
პოლიტიკა - 13:38, 20 Jan, 2016     2387
ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გაზეთ „ვერსიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის უფროსი პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას გარდაცვალების ამბავს ეხმაურება და გვამის დათვალიერების პირველად შედეგებზე საუბრობს. ნიკოლეიშვილის თქმით გამოძიებას ყველა ვერსია უნდა ქონდეს ჩამოწერილი, მხოლოდ ერთ ვერსიაზე არ უნდა მუშაობდეს და ტელევიზიით წინასწარ დასკვნებს არ უნდა დებდეს, რადგან ეს აჩენს ეჭვს, რომ ადამიანი, რომლის სახელსაც არასასიამოვნო ამბები და წარსულში შავი ლაქები უკავშირდება, ამა თუ იმ საქმეში კითხვის ნიშნების გასაქრობად გამოიყენონ:

„ცნობილია, რომ ქირია-კუჭავას შორის ნათესაური კავშირი იყო, თუ არ ვცდები, ისინი დეიდაშვილები იყვნენ, ერთმანეთში მიმოსვლაც ჰქონდათ ოჯახებით და ქირიას ოჯახმა კუჭავას ახალი წელიც მიულოცა. თავად ქირიას საკმაოდ დადებითად ახასიათებენ. ერთ რამეს გეტყვით ჩემი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე - შესაძლოა, ადამიანი, რომლის სახელსაც არასასიამოვნო ამბები და წარსულში შავი ლაქები უკავშირდება, ამა თუ იმ საქმეში კითხვის ნიშნების გასაქრობად გამოიყენონ. ეს ჩვეულებრივი სქემაა. ასე ხდება იმ ადამიანების შერჩევა, ვისი სახელიც შავი ლაქებითაა გასვრილი. ამიტომ არავითარი ერთი ვერსია - გამოძიებას ყველა ვერსია უნდა ჰქონდეს ჩამოწერილი. არავინ მინდა იფიქროს, რომ, რადგან ამ საქმეში ვარ ჩართული, მიანცდამაინც კუჭავას ინტერესებს ვიცავ. ასე არ არის - ბიძინა კუჭავას მეუღლეს პირდაპირ ვუთხარი, ყველაფერს ვიტყვი ისე, როგორც არის და ეს შეიძლება თქვენ არც გაწყობდეთ-მეთქი. მათ არავითარი პრეტენზია არ ჰქონიათ.“- აცხადებს ნიკოლეიშვილი

წყარო გაზეთი „ვერსია“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42