"პირველი, რაც გამახსენდა, ვანო მერაბიშვილი იყო"- ნიკოლეიშვილი არჩილ თალაკვაძეს აკრიტიკებს
პოლიტიკა - 13:34, 20 Jan, 2016     1632
სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის უფროსი პროკურორის, ვახტანგ ქირიასა და მედიამაგნატ, "საქართველოს ხმის" დამფუძნებლისა და დირექტორის, ბიძინა კუჭავას გარდაცვალების ამბავს ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გაზეთ „ვერსიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ეხმაურება. ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელსაც ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება თავად კუჭავას ოჯახმა სთხოვა. გამოძიების დასრულებამდე ადამიანისთვის მკვლელისა და თვითმკვლელის წოდებას მიუღებლად მიიჩნევს და ამ ქმედების გამო შსს-ს მაღალჩინოსანს არჩილ თალაკვაძეს აკრიტიკებს. ნიკოლეიშვილი პარალელებს ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობასა და ზურაბ ჟვანიას გაზით გაგუდვის საქმეებს შორისაც ავლებს და შიშობს, რომ შესაძლოა, საქმე უახლოეს მომავალში, ყოველგვარი საექსპერტო დასკვნებისა და კონკრეტული შედეგების გარეშე დაიხუროს:

„დაუშვებელია, წინასწარ რაიმე ვერსიაზე საუბარი. როცა ამ ვერსიას ვისმენდი, პირველი, რაც გამახსენდა, ვანო მერაბიშვილი იყო, რომელმაც ჟვანიას მკვლელობის მეორე დილას გამოგვიცხადა, ზურაბ ჟვანია CO-თი გაიგუდაო. არც ექსპერტიზა ჩატარებულა, არც არაფერი დადასტურებულა და უკვე აპრიორი ვამბობთ სიკვდილის მიზეზს? პირველი ეჭვი სწორედ აქედან გაჩნდა. გამოძიების დასრულება გამოძიების დაწყებისთანავე ყოვლად დაუშვებელია! გული მტკივა, რომ დღესაც ასე მოხდა და ეს მინიმუმ, დიდი არაპროფესიონალიზმია. გარდა ამისა, არსებობს ეთიკური ნორმები, ოჯახის წევრები, საზოგადოება და ასეთი ჰიჩკოკისეული განცხადებები ფეხების დაჭრაზე, გვამის სისხლისგან დაწრეტაზე და ა. შ. ხალხს თრგუნავს. შერლოკ ჰოლმსის დედუქციური უნარებით ჩენც აღფრთოვანებული ვართ, მაგრამ უკაცრავად, 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და დედუქცია კი არ გვჭირდება, იმისთვის ვიბრძვით, ქვეყანაში მტკიცებულობითი სამართალი დავამკვიდროთ. თორემ ღმერთმა დამიფაროს, რომელიმე მკვლელის ხელისდამფარებელი ან თანამგრძნობი ვიყო. თანაც, ხომ არსებობს გამოძიებისა და დაცვის ინტერესები - ექსპერტები და ადვოკატები მეტნაკლებად თავს იკავებენ და თუ ყველამ ყველაფერი ილაპარაკა, ასე ჭეშმარიტებას როგორ დავადგენთ? მით უმეტეს, სასამართლო გამოძიებამდე ჯერ საქმე არ მისულა და არც ერთი ექსპერტის დასკვნა არ არსებობს.»- განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

წყარო გაზეთი „ვერსია“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42