ენმ მთავრობას ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს
პოლიტიკა - 12:25, 20 Jan, 2016     1234

„ნაციონალური მოძრაობაში“ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობენ და მთავრობას ინიციატივებს სთავაზობენ, რომელიც მათი თქმით, ქვეყანას ღრმა კრიზისიდან გამოიყვანს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ენმ განცხადებას ავრცელებს.

„ბოლო წლებში ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი მთავრობის მიერ დაშვებულმა უხეშმა შეცდომებმა, ხედვის არქონამ, უნიათობამ, მავნებლურმა პოლიტიკამ და კორუფციამ ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა. ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, გაიზარდა ფასები, ათიათასობით ოჯახს შემოსავლები შეუმცირდა, მკვეთრად გაიზარდა მთავრობის ვალი, გაუარესდა თითქმის ყველა ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორი.

სამწუხაროდ, მთავრობას არათუ არ წარმოუდგენია რაიმე სახის ანტიკრიზისული გეგმა, არამედ, სრულებით უპასუხისმგებლოდ - არც აღიარებს, რომ კრიზისია და გვეუბნება, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა.

ერთადერთ გამოსავლად ამ მთავრობის და მთლიანად ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის 2016 წლის არჩევნებზე დასრულება მიგვაჩნია და ეს აუცილებლად მოხდება დემოკრატიულად, არჩევნების გზით.

მაგრამ, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში, ჩვენ როგორც პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციას მიგვაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყნის უკუსვლისა და გაღარიბების შესაჩერებლად. ამიტომ, თუ ახლად დანიშნული პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის შემოთავაზება ოპოზიციასთან შეხვედრისა და ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის განხილვის თაობაზე გულწრფელი იყო - ჩვენ მზად ვართ ასეთი შეხვედრებისთვის.

ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი პოლიტიკური ძალა ვართ, რომელსაც ამ კრიზისიდან გამოსვლის გეგმა გვაქვს და რომელსაც უკვე ორი წელია ვთავაზობთ მთავრობას და დღესაც მზად ვართ ვისაუბროთ კონკრეტულ ინიციატივებზე.

უკანასკნელი 3 წლის მანძილზე, მთავრობამ ბიუროკრატიული ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა. ამ და სხვა ხარჯების შემცირებით შესაძლებელია ისეთი ინიციატივების განხორცილება, რომელიც ქვეყანას ღრმა კრიზისიდან გამოიყვანს. ასეთი ნაბიჯებია:

1. პენსიის 50 ლარით გაზრდა. ვინაიდან მთავრობას არ შეუმცირებია ბიუროკრატიული ხარჯები, კვლავ არის შესაძლებელი პენსიის ზრდა 50 ლარით, რაც გაზრდილი ფასების პირობებში მოსახლეობის გაჭირვებულ ნაწილს საკმაოდ დაეხმარება.

2. გადასახადების დაწევა. კერძოდ, მოგების გადასახადის გაუქმება და საშემოსავლო გადასახადის მკვეთრი შემცირება - რაც აამუშავებს ბიზნესს, გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს, მეტი ფული დარჩება მოქალაქის ჯიბეში და ნაკლები ფული დაიხარჯება ბიუროკრატიაზე.

3. ამასთან ერთად, საჭიროა ეკონომიკური საქმიანობასთან დაკავშირებით მუხლების შემსუბუქება და დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, რაც პარლამენტში უკვე ინიცირებულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ. ეს ნაბიჯი გააუმჯობესებს ქვეყანაში ბიზნეს გარემოს. ბიზნესი იქნება უფრო დაცული ნებისმიერი მთავრობისგან, რადგან ეკონომიკური გადაცდომები არ ჩაითვლება დანაშაულად.

მოცემული ინიციატივები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი ნაბიჯები ხელს შეუწყობს საქართველოში ეკონომიკურ ზრდას, დასაქმებას, ლარის კურსის გამყარებას, ინვესტიციების შემოსვლას, ექსპორტის ზრდას და გააუმჯობესებს თითოეული მოქალაქის ცხოვრებას, რომელიც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუარესდა", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42