ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ და მასში შემავალმა პოლიტიკურმა პარტიებმა, კერძოდ „ქართულმა ოცნებამ“ „ რესპუბლიკურმა პარტიამ“ „კონსერვატიულმა პარტიამ“ „მრეწველებმა“ და „ეროვნულმა ფორუმმა“ არ შეასრულეს ამომრჩევლისთვის მიცემული, ერთერთი უმთავრესი დანაპირები, რომელიც საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებას შეეხებოდა.
მესამე წელია სახელისუფლებო კოალიცია, ყველანაირად გაურბის პოლიტიკურ ოპოზიციასთან კონსულტაციებს, რითაც იგნორირებას უკეთებს, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის არაერთ რეკომენდაციას, საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე.
იმის გამო რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუა ამომრჩეველი და ხელისუფლებაში ყოფნის გასახანგრძლივებლად, გადაწყვიტა შეინარჩუნოს და მოირგოს, არსებული უსამართლო, ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა.
იმის გამო, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციის გათვალისწინებაზე, საარჩევნო გარემოს რეფორმირებასთან დაკავშირებით.
იმის გამო, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ესაუბროს ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორს. შესაბამისად უარი თქვა პოლიტიკურ კონსესუსზე.
ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მივიღეთ გადაწყვეტილება ბოიკოტი გამოვუცხადოთ 2016 წლის, 28 იანვარს დანიშნულ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის, რიგგარეშე არჩევნებს.
მოვუწოდებთ ყველა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიას, შემოუერთდეს წინამდებარე დოკუმენტს. შედეგად, დავტოვოთ ხელისუფლება მარტო, რათა მთელმა საზოგადოებამ დაინახოს, კოალიცია „ქართული ოცნების“ რეალური სახე, რომლითაც იგი, უკვე ძალიან გავს საბჭოთა ეპოქის, კომუნისტურ პარტიას.
ხოლო, ყველა ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელიც უარს იტყვის ბოიკოტის რეჟიმზე და გადაწყვეტს ხელისუფლებას მაშველი რგოლი გადაუგდოს, მოახდენს თვით ლუსტრირებას და შეფასდება, როგორც ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფი პოლიტიკური ძალა.
ბოიკოტის მიზანია, ხელისუფლების პოლიტიკური იძულება, შეასრულოს საკუთარი დანაპირები, მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით შეცვალოს არსებული საარჩევნო სისტემა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უზრუნველყოს, კონკურენტული და სამართლიანი საარჩევნო გარემო.
ახალი მემარჯვენეები - მამუკა კაციტაძე
გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა - ნინო ბურჯანაძე
ევროპელი დემოკრატები - პაატა დავითაია
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - ბაჩუკი ქარდავა
თავისუფალი საქართველო - კახა კუკავა
თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა - კონსტანტინე გამსახურდია
ლეიბორისტული პარტია- შალვა ნათელაშვილი
რეფორმატორები - ირაკლი ღლონტი
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - დავით თარხან-მოურავი
სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის - ზურაბ ხარატიშვილი
ტრადიციონალისტთა კავშირი - აკაკი ასათიანი
ქრისტიან-დემოკრატიული პარტია - გოჩა ჯოჯუა
ძალოვან ვეტერანთა პოლიტიკური მოძრაობა - გია ბერძენაძე
მასალის გამოყენების პირობები






