კალაძემ 2006 წელი გაიხსენა და "სიცრუე" უწოდა იმ განცხადებებს, რომ რუსული გაზსადენის აფეთქების შემდეგ საქართველომ ენერგოდამოუკიდებლობაზე გადავიდა და რუსული გაზი აზერბაიჯანული გაზით ჩაანაცვლა.
კახა კალაძის განცხადებით საქართველო 2006 წლიდან 2008 წლამდე თითქმის 99%-ით იყო დამოკიდებული, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეს დამოკიდებულება 50%-მდე დავიდა.
რაც შეეხება დღეს უკვე ,,გაზპრომთან“ მოლაპარაკების დეტალებს, კალაძე ამბობს, რომ ,,შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ულტიმატუმი რუსეთის მხრიდან“. მინისტრის განმარტებით, საქმე ეხებოდა, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გამოყენების გაუქმებასა და სომხეთისთვის ირანული გაზით უზრუნველყოფას. კალაძე აცხადებს, რომ საფრთხე რეალურია და საქართველო ცდილობს არსებული სატრანზიტო დერეფმნის ფუნქცია შეინარჩუნოს. კალაძის განმარტებით, მოლაპარაკება გრძელდება.
კალაძის თქმით, აზერბაიჯანს არ აქვს რეალური შესაძლებლობა, არსებული მილსადენით მეტი ბუნებრივი აირი მოგვაწოდონ, ,,თუ ისინი გაანხორციელებენ ამ მილსადენზე მეტ ინვესტიციას და ზამთარში ამ სამუშაოას განხორციელება შეუძლებელია, ზაფხულის თვეებში შესაძლებელია და მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი დამატებითი ბუნებრივი აირის მოწოდება. გაზსაცავი, რომლის მშენებლობის დაწყებასაც ჩვენ ვაპირებთ 2016 წელს, ეს იქნება ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი და ჩვენ შეგევძლება დამატებითი მოხმარებისთვის მივიღოთ ბუნებრივი აირის მეტი მოსულობა“ - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






