ჩვენ პრობლემა არ გვაქვს რუს ხალხთან, მაგრამ ბევრი პრობლემა გვაქვს რუსეთის მთავრობასთან - უსუფაშვილი
პოლიტიკა - 20:29, 19 Jan, 2016     1525

დავით უსუფაშვილმა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ლატვიის უნივერსიტეტში გამართულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაშიმიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საგარეო პოლიტიკის მიმართ, ქვეყანაში არსებულ წამყვან პოლიტიკურ პარტიებს შორის ერთსულოვნებაა.

„დამოუკიდებელი საქართველოს ყველა მთავრობას გააჩნდა და გააჩნია ერთი კურსი-ევროპა. საქართველომ მიაღწია სერიოზულ პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე, ისევე, როგორც ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს არ სურს, იყოს ბარიერებისა და დაბრკოლებების შემქმნელი საგარეო პოლიტიკურ არენაზე, პირიქით, ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული სამყაროსთვის დასაყრდენი პარტნიორია.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობის შესახებაც.

„ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს რუს ხალხთან, მაგრამ ბევრი პრობლემა გვაქვს რუსეთის მთავრობასთან. მიუხედავად ამისა, ჩვენი სტრატეგიაა მოთმინება. საქართველო არ გამოიყენებს ძალას კონფლიქტების გადასაჭრელად. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, მაგრამ არ უნდა დავუშვათ, რომ მათ ასევე მოახდინონ ჩვენი გეგმების, ხედვებისა და გონების სრული ოკუპაცია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო მზადაა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს კონფლიქტების მოგვარების, ტერორიზმის და სხვა გლობალური საკითხების გადაჭრის მიმართულებით. დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე მონაწილეობს მრავალ საერთაშორისო მისიაში, მათ შორის, ავღანეთში, სადაც საქართველო სამხედრო ძალების კონტრიბუტორი ყველაზე მსხვილი ქვეყანაა ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის. დავით უსუფაშვილმა ისაუბრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაზეც. მისი თქმით, ეს ფორმატი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვნად დაეხმარა.

„ამჟამად საჭიროა უფრო მეტი მუშაობა იმისთვის, რომ შემუშავებული იქნას ინდივიდუალური მიდგომები ფორმატში შემავალი ყველა ქვეყნისთვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღესვე, დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრები ქართულ ანბანთან დაკავშირებულიგამოფენის გახსნას დაესწრნენ.

საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც დავით უსუფაშვილთან ერთად თედო ჯაფარიძე, გიორგი კახიანი, მიხეილ მაჭავარიანი და ვიქტორ დოლიძე შედიან, ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტს 19 იანვარს დაასრულებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42