"მოსკოვში კუჭავას უახლოესი მეგობარი კახა თარგამაძეა, ცნობისათვის...“ - გივი თარგამაძე
სოც.მედია - 16:17, 19 Jan, 2016     8106

შს მინისტრის მოადგილის განცხადებას იმის შესახებ, რომ კუჭავამ მოკლა ქირია, ხოლო შემდეგ გვამი დანაწევრებისთვის ჩამოკიდა და სისხლისგან დაცალა, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე ეხმაურება და არჩილ თალაკვაძის ამ განცხადებას ტყუილებს და ,,ბოდვას“ უწოდებს.

,,აი ეს სავალალო ტიპი მიჰყავთ ოცნების სიაში, როგორც ახალი, კვალიფიციური სახე. მოუსმინეთ, რეებს ბოდავს იმისათვის, რომ ტყუილები გაასაღოს პროფესიულ გამოძიებად. მკვლელმა ყველაფერი ზედმიწევნით დაგეგმა, გვამი დასანაწევრებლად გაამზადა, ამის მაგივრად თავი დაინაწევრა, ფეხზე ცელოფანი და მოკლულის ფეხსაცმელი ჩაიცვა, მისივე შარვალი ამოიცვა, ჯიბეში სისხლიანი პასპორტი ჩაიდო და და ისე დაიწყო უცნობ პირებთან ერთად ქალაქის ცენტრში ჯირითი... აი ეს ბოდვა არის გამოძიების ვერსია... აქვე ჭაბუკი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ძირშივე კლავს ვერსიას მკვლელობის სამსახურებრივი საქმიანობის მოტივით, მაგრამ, ხვდება რა, რამდენად საშიშია პროკურორის მკვლელობის ამგვარი გაბაიბურება, ყველას აფრთხილებს, პროკურორები საქმიანობის გამო არ მოკლათ, აზრი არ აქვსო. აქვე წინასწარ აანონსებს, რომ საქმე გამოუძიებელი დარჩება, ამბობს რა, რომ მოტივი მხოლოდ იმ ორმა ადამიანმა იცოდა, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან. შემდეგ ტრადიციულად გვამისამართებს 2005-2009 წლებში, რომელთა განმავლობაში, თითქოს, კუჭავა მუდმივად სასტიკ დანაშაულებს სჩადიოდა, რომლებსაც არ იძიებდნენ და ამის მაგალითად მისი დის გაქრობა მოჰყავს. შვილო, კუჭავას და 2012 წლის ოქტომბერში გაქრა, ამიტომ, თუ გამოძიებას ითხოვ, საკუთარ კოლეგებთან მოიკითხე. და ისიც ახსენი, პროკურორის მკვლელობაზე არცერთი ქვეყნის პირველი პირი, პროკურატურის პირველი პირიც კი რატომ არ აკეთებს განცხადებას და შენ რატომ გაბოდიალებენ. უკულტურობა კი, რომელსაც ოპოზიციას ედავები, თავად შსს მინისტრის მოადგილედ შენი, წარუმატებელი ფსიქიატრის, მუშაობაა. ქართულო ოცნებავ, ღმერთმა ეს ბიჭუნა 2016 წლის არჩევნებზე წაგებაში მოგახმაროთ.

P.S. მოსკოვში კუჭავას უახლოესი მეგობარი კახა თარგამაძეა. ისე, ცნობისათვის“ - წერს გივი თარგამაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42