ნიკა გვარამია: ღირდეს მაინც რამედ ეს უსაშინლესი ოპერა „აბესალომ და ეთერი"
სოც.მედია - 16:02, 19 Jan, 2016     8063
30 იანვარს, ოპერისა და ბალეტის თეატრი „აბესალომ და ეთერით“ გაიხსნება, თუმცა დასწრება შეზღუდული იქნება და როგორც ირკვევა, გახსნაზე მხოლოდ თეატრის, მთავრობის, საპატრიარქოსა და ქართუ ჯგუფის წარმომადგენლები იქნებიან მიწვეული. თბილისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის განცხადებით, თბილისის ოპერისა და ბალეტის ადმინისტრაციამ აქცენტი ამჯერად „საზოგადო მოღვაწეებზე" გააკეთა. ამ ყველაფერმა საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია და გუშინდელი დღიდან მოყოლებული სრულიად ინტერნეტ სივრცე მოიცვა.

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ კი ოპერა „აბესალომ და ეთერის“ კრიტიკული პოსტი მიუძღვნა, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და აჟიოტაჟი მოჰყვა.

„ღირდეს მაინც რამედ ეს უსაშინლესი ოპერა „აბესალომ და ეთერი", თრეში ნამდვილი. საერთოდაც, კარგი ქართული ოპერა არც არსებობს. მეტიც, ქართული კლასიკური მუსიკაა ზოგადად ძალიან, ძალიან სუსტი, განსაკუთრებით, მსოფლიოში საუკეთესო (გადაუჭარბებლად) ფოლკლორული მუსიკის ფონზე“.

აზრთა სხვადასხვაობა აშკარად იგრძნობოდა, ზოგი სტატუსის ავტორის აზრს 100%-ით იზიარებდა, ზოგისთვის კი ეს შეურაწყოფის ტოლფასი იყო. კამათი იმდენად კრიტიკულ ფაზაში შევიდა, რომ გვარამიას ფეისბუკის გვერდზე ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთი სტატუსი გამოჩნდა.

„ხალხი, რომელიც ვერ იტანს მუსიკის კრიტიკას მხოლოდ იმის გამო რომ ის ქართულია, არის შავრაზმელი და არაფრით არ განსხვავდება ეკლესიას თუ ცრუ პატრიოტიზმს მიკედლებული შავრაზმელებისგან. ასეთი სექტანტები საშიშნი არიან, მიუხედავად მათი პოლიტიკური ორიენტაციისა და ვერაფრით, ხაზს ვუსვამ, ვერაფრით ვერ იქნებიან გულწრფელი პროევროატლანტისტები
p.s. სრულიად დარწმუნებული ვარ თან, გაწიწმატებულთა უმრავლესობას მოსმენილიც არ აქვს აბესალომი. ისე, იცავს, ქართულია და სკოლაში ასწავლეს, რომ დიადი...“- წერს ნიკა გვარამია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42