„მე ვფიქრობ ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა არის აუცილებელი, განსაკუთრებით იმ მოვლენების ფონზე რაც რეგიონში ვითარდება და განსაკუთრებით იმ ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, რომელიც საქართველოს აქვს. ამიტომ იმედს გამოვთქვამ რომ პირველივე ბიუროს სხდომაზე, რომელიც რამდენიმე კვირაში იქნება მოხდება დღის წესრიგში სებ-ის ანგარიშის ჩანიშვნა“- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის თქმით, იმის გამო რომ გიორგი ქადაგიძე უახლოეს პერიოდში თანამდებობას ტოვებს, მისი ანგარიშის მოსმენა ნაკლებად საინტერესოა:
„რა არის მოსასმენი, სიმართლე გითხრათ კარგს ვერაფერს ვერ ვხედავ, რეალობა სახეზეა, იმ ფონზე, როცა ის უკვე ტოვებს თანამდებობას მისი მოსმენა, რომ გითხრათ, რომ ჩემი მხრიდან დიდი ინტერესის საგანია- ნაკლებად. რომ იყოს ეს პერიოდი, რომ ის აგრძელებს მუშაობას და მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ და მეტი მოვთხოვოთ მას, მაშინ აქ რა თქმა უნდა მიზანს ვხედავ“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
უმრავლესობისგან განსხვავებით, სებ-ის პრეზიდენტის მოსმენის მომხრეა საპარლამენტო უმცირესობა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ვაშაძის თქმით ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სებ-ის პრეზიდენტთან საკმაო შეკითხვები არსებობს. იგივე აზრს იზიარებს ახალი პოლიტიკური ცენტრის-"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც
„ მე მაინტერესებს სებ-ის მხრიდან გავიგო სად იყო დაშვებული ეკონომიკაში შეცდომები, რომელმაც გამოიწვია ლარის გაუფასურება. ის რაც ხდება ქვეყანაში, როგორც ვიცით ეს არის კომპლექსურად ეკონომიკური დაღმასვლის შედეგი, აქედან გამომდინარე შეკითხვები ბევრი გვექნება“- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ
„ქვეყანამ ბოლო თვეების განმავლობაში გაიარა რეალურად სავალუტო კრიზისი , რაც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნო. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკი, რომელიც არის ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც ახორციელებს ქვეყანაში მონეტარულ პოლიტიკას, მისი ამჯამინდელი ხელმძღვანელობა წარსდგეს პარლამენტის წინაშე და ანგარიში ჩააბაროს“- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძემ
მასალის გამოყენების პირობები






