ეკა ბესელიამ პატიმრების წერილების გამოქვეყნება დაიწყო
პოლიტიკა - 11:11, 19 Jan, 2016     2196
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თავის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე პატიმრების იმ წერილების გამოქვეყნებას იწყებს, რომლებსაც ეკა ბესელიას განცხადებით შეწყალების კომისია უსამართლოდ ექცევა. როგორც ეკა ბესელიას ოფიციალურ გვერდზე წერია აღნიშნული განცხადებების გამოქვეყნება პატიმართა უფლებების დაცვის გამო ხდება და მათზე სათანადო ყურადღების მიქცევის მიზანს ემსახურება

„ვიწყებთ პატიმართა იმ წერილების საჯაროდ გამოქვეყნებას,ვინც მიიჩნევს რომ შეწყალების კომისია უსამართლოდ ექცევა პატიმრებს და ჩვენი კომიტეტისგან ითხოვენ რეაგირებას. რადგან შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავჯდომარეები მიზანმიმართულად და ცილისმწამებლურად თავს ესხმიან "საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს", გადავწყვიტეთ პატიმართა უფლებების დაცვის მიზნით გავასაჯაროვოთ იმ პატიმართა საჩივრები, ვინც მიიჩნევს რომ ის თავად უსამართლობის მსხვერპლია.იქნებ მათი ხმა მივაწვდინოთ შეწყალების კომისიის თავჯდომარესა და პრეზიდენტს და იქნებ ამის შემდეგ მაინც სათანადო ყურადღება მიაქციონ მათ და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.“- აღნიშნულია ბესელიას გვერდზე.

როგორც პატიმარი ბადრი ანთია წერილში აცხადებს, მისი რამდენიმე მიმართვის მიუხედავად შეწყალების კომისიამ მის საქმეს სათანადო ყურადღება არ მიაქცია და პრეზიდენტს მისი შეწყალების რეკომენდაცია არ მისცა.

"ქალბატონო ეკა, ტელეეთერის საშუალებით რაღაც აბსურდულ ბრალს რომ გდებენ თქვენ და ქ-ნ მანანა კობახიძეს, თითქოსდა თქვენ ახდენდით ზეგავლენას ჩვენს წინაშე მყოფ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძეზე. კონკრეტული პატიმრების შეწყალების თაობაზე, საერთოდ არ მესმის ბატონი ზვიადის და მისი ნამუსის. ამით რის მიღწევას ცდილობს, ეს ვაჟბატონი პროკურატურით? ამ ყველაფრით შეიძლება მოატყუოს ჩვენი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები, რომლებიც საერთოდ ვერ წარმოიდგენენ აქ ციხის პირობებს... თუ რა ხდება აქ... მე მსჯავრდებულმა ბადრი ანთიამ ის კი ვიცი ნამდვილად, რომ ვერ მომატყუებს ბატონი ზვიადი...“- წერს პატიმარი.

„მაგრამ მოვა დრო და ბატონი ზვიადი აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე და საბოლოოდ სამართლიანობა იზეიმებს მაღალი ღმერთის წყალობით.

ქ-ნ ეკა, სიმართლე გითხრათ დღესაც არ მჯერა, რომ ისევ ციხეში ვარ... პატიმრობაში... მე არ ვიცი , ამას რა დავარქვა... ალბათ ჩემი გვარი არ მოსწონს, რომ ანთია ვარ... ალბათ ფიქრობს რატომ ანთია, უნდა ჩაქვრესო, ან ის რომ სამეგრელოდან ვარ... არ ვიცი რა ვიფიქრო ბატონი ზვიადის ასეთი გადაწყვეტილებისგან... ძალიან გთხოვთ ჩემი ეს განცხადება წააკითხოთ ბ-ნ ზვიად ქორიძეს... მისთვის კარგად ნაცნობია ტელეეთერის საშუალებით ჩემი სახელი და გვარი, ვინაიდან 4-ჯერ დამტოვა პატიმრობაში“- აღნიშნავს პატიმარი წერილში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42