პრეზიდენტმა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა ღირსების ორდენით დააჯილდოვა
პოლიტიკა - 22:23, 18 Jan, 2016     1031
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დემოკრატიის განვითარებისა და ეფექტიანი სახელმწიფო მართვის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისათვის სტენფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების პროფესორი ფრენსის ფუკუიამა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა პროფესორ ფრენსის ფუკუიამას ჯილდო სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრისა და ეკონომიკური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გამართულ "ლიდერთა ფორუმის" დებატებზე გადასცა, რომელიც დემოკტარიის განვითარების გზებს მიეძღვნა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, "ლიდერთა ფორუმი" დემოკრატიის, სწორი მმართველობის მიმართულებით ევროპულ და ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან საქართველოს კულტურული და პოლიტიკური კავშირებისა და ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავია, ახალი დამოუკიდებლობის, ასე ვიტყოდი, რადგან ჩვენი ერი თითქმის 3000 წლის ისტორიას ითვლის. წელს, ჩვენი ახალი სახელმწიფოს 25 წლის იუბილეა და ნათლად ვხედავთ, რომ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას სისტემისაგან, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა.

ჩვენ დავიწყეთ არსებობა, როგორც ახალმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ და ძალიან ბევრია მისაღწევი, რომ გავხდეთ რეალურად თავისუფლები. თავისუფლება გულისხმობს იდენტიფიკაციას საკუთარ ღირებულებებთან, საკუთარ მისწრაფებასთან და გულისხმობს ისეთი სახელმწიფოს შენებას, რომლის ჩამოყალიბებაც ერის არჩევანია.

ამ თვალსაზრისით, ჩვენ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. გზა, რომელიც, ძალიან რთულია, განსაკუთრებით კი რუსეთის მეზობელი ქვეყნებისათვის. მაგრამ, ეს არის გზა, რომელიც არის ერთი გამოსავალი და რომელიც შეგვიძლია დემოკრატიული განვითარებით მივიღოთ, რადგან დემოკრატია ნიშნავს ზუსტად იგივეს, რასაც თავისუფლება - მოუსმინო საკუთარ ხალხს და საკუთარ საზოგადოებასთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება.

დროდადრო ჩვენი არჩევანი გამოწვევის წინაშე დგება მეზობლების, იმ პრობლემებისა და კონფლიქტების გამო, რომლებიც ამჯერად კიდევ უფრო რთულდება ჩვენს სამეზობლოში - იქნება ეს კონფლიქტი უკრაინაში, თუ სირთულეები სირიაში. რასაკვირველია, ეს ყოველივე გავლენას ახდენს ჩვენს გზაზე ავაშენოთ წარმატებული, სტაბილური და უსაფრთხო საზოგადოება.

ჩვენი 25 წლიანი გამოცდილების შეჯამებისას, მჯერა, რომ საქართველომ მიაღწია დიდ მიზნებსა და შესანიშნავ შედეგებს. ქვეყანამ, რომელიც ნაწილობრივ ოკუპირებულია ძალიან ძლიერი მეზობლის მიერ, რომელსაც პრობლემები აქვს იძულებით გადაადგილებულ პირებთან და ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით, მაინც მიაღწია წარმატებულ შედეგებს დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების მშენებლობის გზაზე და თითოეული ჩვენგანი ამ გზის განვითარებისა და გაძლიერების ერთგულნი ვართ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

2016 წლის თბილისის ლიდერთა ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი და დიპლომატიური კორპუსი, სამოქალაქო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42