"ამ პროექტის ბენეფიციარია საქართველოს ყველა მოქალაქე“ - წულუკიანი ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის
პოლიტიკა - 19:11, 18 Jan, 2016     1103
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის პირველ საჯარო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. პროექტი „საკანონმდებლო ზემოქმედების შეფასება, კანონშემოქმედებითი პროცესი და წარმომადგენლობითი უნარების გაძლიერება“ ევროკავშირის მიერ ფინანსდება.

„ამ პროექტს ჰყავს ძალიან ბევრი ბენეფიციარი. მთავარი ბენეფიციარი არ არის მხოლოდ იუსტიციის სამინისტრო; ამ პროექტს ჰყავს იმდენივე ბენეფიციარი, რამდენი მოქალაქეც არის ჩვენს ქვეყანაში, რადგან, როდესაც კანონები იწერება, ისინი იწერება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ევროკავშირთან თანამშრომლობა გრძელდება და ჩვენ ამ პროექტით კიდევ დამატებით გამოცდილებას გავიზიარებთ იმ ევროპული ქვეყნებისა, სადაც, სანამ თითოეული კანონი პროექტის სახით გაჩნდება, გადის წინასწარ ანალიზს; დაახლოებით, ისეთსავე ანალიზს, როგორიც იუსტიციის სამინისტრომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ ჩაატარა − როდესაც კონკრეტულ საქმეებსა და პრობლემებზე დაყრდნობით მოიფიქრა გამოსავალი და შეადგინა რეფორმის პროექტი. სწორედ ასე უნდა დგებოდეს ყველა კანონპროექტი, გამომდინარე პრობლემებიდან, ორიენტირებული პრობლემებზე და შემდეგ, როდესაც პროექტი კანონად იქცევა, ხდებოდეს შეფასება და გაზომვა − რა სარგებელი მოუტანა ამა თუ იმ კანონმა საზოგადოებას. სწორედ ამ ინსტიტუციურ გაძლიერებას ემსახურება ეს პროექტი ევროკავშირთან“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.

პროგრამის ფარგლებში უცხოელი ექსპერტები მეთოდოლოგიურად დაეხმარებიან სახელმწიფო სტრუქტურებს კანონშემოქმედებით საქმიანობაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას საერთაშორისო სამართალთან და ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას, საჯარო კონსულტაციების მექანიზმის გაფართოებას საკანონმდებლო საქმიანობაში.

ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესის გათვალისწინებით, პროექტის საქმიანობა, ასევე, მიმართული იქნება საერთაშორისო სასამართლოებსა და ორგანიზაციებში მთავრობის წარმომადგენლობითი უნარების გაძლიერებისკენ.

პროექტი დაეხმარება იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ მთარგმნელობით ცენტრს იურიდიული ტექსტების თარგმანის კუთხით ხარისხის დახვეწაში.

პროექტის − „საკანონმდებლო ზემოქმედების შეფასება, კანონშემოქმედებითი პროცესი და წარმომადგენლობითი უნარების გაძლიერება“ − ბიუჯეტი 1.7 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამა 2015 წლის 27 აპრილს დაიწყო და 2017 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42