თბილისის პოლიციის დეპარტამენტს გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს- საკადრო ცვლილებები შსს-ში
პოლიტიკა - 18:21, 18 Jan, 2016     3918

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - გიორგი ალადაშვილი წარუდგინა. გიორგი ალადაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრია. მან განათლება, ასევე, აშშ-ს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტსა და ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში მიიღო. მას სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. 2014 წლიდან გიორგი ალადაშვილი საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშე იყო ავსტრიის რესპუბლიკაში.

"შს სამინისტროში დაანონსებული საკადრო გადაადგილებები გრძელდება. იქნება სისტემური ცვლილებებიც. ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უფრო ეფეტქურად უზრუნველყოფას,"- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრი რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ახლადდანიშნულ დირექტორებს შეხვდა. გიორგი მღებრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო ამკაცრებს. შეხვედრაზე შს მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების კოორდინირებულ მუშაობაზე და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით ახალი დავალებები მისცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42