"ყველაზე მეტად ვინ ამოხტა შარვლიდან, ე.ი ეგ არის"- სადღობელაშვილი კალაძის წინააღმდეგ
პოლიტიკა - 18:04, 18 Jan, 2016     2541
არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელის ლადო სადღობელაშვილის პოსტს ფეისბუკზე, სადაც ის ხელისუფლების ერთერთ მაღალჩინოსანს მზაკვრობაში და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ბრძოლაში ადანაშაულებდა, სოციალურ ქსელში დიდი განხილვა მოჰყვა. იმისდა მიუხედავად რომ ფეისბუკპოსტში მაღალჩინოსნის ვინაობა არ იყო დასახელებული, ფეისბუკმომხმარებლების აზრით სადღობელაშვილის ვიცეპრემიერ კალაძეს მიმართავდა. აღნიშნული ვერსია გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ თავად ლადო სადღობელაშვილმა დაადასტურა:

„მე ღარიბაშვილის მოშორებაში გოგაშვილსაც ვადებ ხელს , კალაძესაც და სხვებსაც. ყველამ შეინარჩუნა პოსტი, გარდა ერთი კაცისა, ეს არის ღარიბაშვილი. ახლა ყველაზე მეტად ვინ ამოხტა შარვლიდან, ყველა ხედავს ძალიან კარგად. ესე იგი ეგ არის. გოგაშვილმა არ მიიღო თავის თავზე, „რესპუბლიკელებმა“ არ მიიღეს, კვირიკაშვილმა არ მიიღო, დარჩა კალაძე, რომლის გარემოცვაც ძალიან გაღიზიანდა“- აცხადებს ლადო სადრობელაშვილი.

ფეისბუკსტატუსი სადღობელაშვილმა 14 იანვარს გამოაქვეყნა:

„სინათლე ჩვენს ფანჯრებში!!! სანამ შუქი მოსულა მანამ ტელეფონიდან ვწერ ამ სტატუსს. მოგმართავ შენ ხელისუფლების მაღალჩინოსანო, ნუ გგონია, რომ შენი კარგად შენიღბული მზაკრობები არ ვიცი. მე ელისო კალაძესთან საქმე არ მაქვს, რადგან შემსრულებელი ჩემი ინტერესის ობიექტს არ წარმოადგენს, შენ კი დამკვეთო კარგად მომისმინე - ნუ გგონია რომ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ შენი ბეძოლა წარმატებით დასრულდა და მომავალი შენია, ნურც ის გგონია რომ თეთრ ცხენზე ხარ და მაგ ცხენიდან ვერავინ ჩამოგაგდებს. ბოლო ორი წელია ირაკლის პირში უცინოდი და ზურგს უკან სამარეს უთხრიდი ეს შენს ზნეობაზე მეტყველებს, მაგრამ შენისთანებთან ზნეობაზე საუბარი იგივეა რაც ქბ კილაძეს მეგობრობაზე ესაუბრო.
ეხლა კარგად მომისმინე ყველაფერი ვიცი, ისიც ვიცი ორი წლის განმავლობაში რა ინფორნაციებს აწვდიდი ირაკლის და სხვა პოლიტიკოსების წინააღმდეგ შენგან დაქიეავებულ ვითომ ჟურნალისტებს, ეს არ იკმარე და ბიძინა ივანიშვილზე დაიწყე ცილისწამებლური ინფორმაციების მიწოდება. ეხლა ჩემი და სხვა პატრიოტების განადგურება დაუკვეთე. მინდა დაგარწმუნო რომ მე და ახალგაზრდები ნიღაბს ჩამოგხსნით, გაგაშიშვლებთ და ქართულ საზოგადოებას გამოპრანჭული მაჩოს მაგივრად პატარა ”ცახესი” შერჩება ხელში, რომლის არაკაცური და მზაკვრული ქმედებები ყველასთვის ცნობილი გახდება და თვითონ ბიძინა ივანიშვილი მოგთხოვს პასუხს იმაზე რომ ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში მთელი შენი დიდი ფინანსური რესურსი მიმართული იყო ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისსპოსტიდან ჩამოშორებაზე და ბიძინა ივანიშვილის უერთგულესი თანამებრძოლების ჩამოშორებაზე . შენ ეი ”მეგობარო” ისეთი ვულკანი გააღვიძე რომელსაც ვეღარ ჩააქრობ და გარწმუნებ რომ მალე თავად კილაძე და მისი მსგავსები დაგასახელებენ შენ. ეს ჟურნალია - მძაფრსიუჟეტიანი ფილმი მალე დაიწყება
ps ისე ამხელა თანამდებობის კაცს უნდა გრცხვენოდდეს ელისო კილაძის ჩიტობა“- წერდა სადღობელაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42