თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე საკრებულოში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე არ მისვლის მიზეზს განმარტავს.
ლექვინაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ინფორმირებული იყო მათი არმისლის შესახებ. მერის მოადგილის განმარტებით, სხდომის გადადება ოპოზიციას წერილობითაც და სატელეფონო საუბარშიც სთხოვეს.
„მზად ვართ, რომ ვუპასუხოთ მათ მიერ დასმულ ნებისმიერ შეკითხვას, თუმცა კიდევ უფრო მეტი სიზუსტისთვის და ბოლომდე გაყვანისთვის გვჭირდება გარკვეული პერიოდი. მათ ჩვენ ვთხოვეთ, რომ გარკვეული პეროდი ეს განხილვა ყოფილიყო გადადებული, ამის ოფიციალური წერილიც არსებობს და ასევე ჩვენ შორის იყო სატელეფონო საუბარიც“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
როგორც ცნობილია დღეს საკრებულოში ლექვინაძესთან ერთად თბილისის სატრანსპორტო სამსახურის უფროსსაც ელოდებოდნენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მათთან დედაქალაქში არსებულ სატრანსპორტო პრობლემებზე, მათ შორის პარკინგის პრობლემაზე აპირებდნენ მათთან საუბარს. თუმცა მერის მოადგილე და სატრანსპორტო სამსახურის უფროსი შეხვედრაზე არ გამოცხადდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






